მა მე მი მო
მოქ მოძ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ლექტორთა კავშირი“ („სლკ“)

პარტიის ლიდერი ნუგზარ წერეთელი

დევიზი: „ღმერთო, შეაყვარე ქართველს საქართველო!“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ლექტორთა კორპუსი იმიტომ გაერთიანდა პოლიტიკურ ძალად, რომ საჭიროა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნების მეცნიერული ანალიზი და შესაბამისი მოდელების, პარადიგმების აგება; ეროვნული მსოფლმხედველობის პრინციპების შემუშავება. პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებათა შორის უპირველეს ამოცანას სწორედ ეკონომიკური აღმავლობის პრობლემები შეადგენენ, სადაც ერთ-ერთი მთავარია ქართული ეროვნული მრეწველობის განვითარება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, „აბრეშუმის გზის“, „ტრასეკას“ თუ „ბისეკის“ სისტემებში არის ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი. „საქართველოს ლექტორთა კავშირი“ ყოველმხრივ მხარდაჭერას აღმოუჩენს ყველა ამ პროექტის ხორცშესხმით დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო პარტია დაარსდა - 1995 წ., პირველი რეგისტრაცია - 28.05. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: საქართველოს ჭავაძის სახ. საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებო კავშირის საზოგადოება „ცოდნის“ ლექტორები და თანამშრომლები: ნუგზარ წერეთელი, სერგო ყურაშვილი, დავით გეგეშიძე, თენგიზ ბერიძე, კონსტანტინე ბეთანელი, გარი ჩაფიძე, ნოდარ ბაქრაძე, ალექსანდრე ქავთარაძე, გიორგი შათირიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ვახტანგ თევზაძე, მერი პატარაია, თეა ქარელი, მიმოზა ჭითანავა.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - საბჭო (ირჩევა 4 წლით - 45 წევრი: ნუგზარ წერეთელი - კავშირის თავმჯდომარე, სერგო ყურაშვილი - პირველი მოადგილე, აღმასრულებელი მდივანი, დავით გეგეშიძე - მოადგილე, თენგიზ ბერიძე, კონსტანტინე ბეთანელი, გარი ჩაფიძე) – თავმჯდომარე (ყრილობა კენჭისყრით ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.) - ცენტრალური საბჭოს ბიურო (ირჩევა 4 წლით - 13 წევრი). პარტიის წევრთა რაოდენობა: 7000, აქტიური - 650. 16 რაიონული ორგანიზაცია. ახალგაზრდული ორგანიზაცია: ჩამოყალიბების სტადიაშია.

პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს დაგროვილი გამოცდილების გამო, რომელიც შესძლებს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - ანზორ წოწონავა, რწმუნებული - ავთანდილ ნოდია.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: კავშირის რიგებში გაერთიანებული ასობით ცნობილი და მაღალკვალიფიციური ლექტორის უპირველესი ამოცანაა ცოცხალი სიტყვის საშუალებით ხალხისათვის სიმართლის თქმა, მწვავე ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხის გაცემა, წარმოქმნილი ინფორმაციული ვაკუუმის შევსება. უშეღავათო ბრძოლა ლექტორების, ინტელიგენციის სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებისათვის, მათი სამართლებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების დაცვა. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური ვითარების გამოსასწორებლად გადამჭრელი ზომების მიღების უზრუნველყოფა. მოსახლეობის დასაქმების ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბება. ეროვნული მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეობის თავისუფლებისა და საკუთრების ფორმების მრავალფეროვნების დამკვიდრებისათვის ყოველდღიური საქმიანობა. ქვეყნის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა. სახელმწიფო პოლიტიკური სისტემისა და იდეოლოგიის მოდელის სრულყოფილი შექმნისათვის კაცობრიობის გამოცდილების შემოქმედებითი გამოყენება ტრადიციების, წესჩვეულებების გათვალისწინებით.

მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 47,

ტელ.: 99 00 35; 99 65 65; 99 94 46; ფაქსი: 93 66 03.

საკონტაქტო პირი: ნუგზარ წერეთელი - კავშირის თავმჯდომარე, სერგო ყურაშვილი - თავმჯდომარის მოადგილე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9