სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ვეტერანთა დაცვის პარტია

პარტიის ლიდერი ნოდარ გიორგაძე

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს აშენების უმთავრესი წინაპირობაა თავისუფალ მეწარმეობასა და საბაზრო ურთიერთობებზე დამყარებული სწორი ეკონომიკის შექმნა. საჭიროა სასწრაფოდ ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის ეფექტურად გამოყენება. ვეტერანთა სოციალური დაცვის ფონდის შექმნა.

საგარეო პოლიტიკა: საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპას, საქართველოს სახელმწიფოს აუცილებლად მიაჩნია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შეიარაღებულ და სამხედრო ძალებთან.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა: 1990 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ. სექტემბერი, ხელახალი რეგისტრაცია - 1999 წ. აგვისტო.

დაარსების ინიციატორები: ნოდარ გიორგაძე, აკაკი გორგაძე, ჯემალ გორდელაძე, რევაზ მიქაძე, გია ჯაყელი, გია ციხისთავი.

1999 წ. აგვისტომდე პარტიას ეწოდებოდა სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების (ავღანელთა) პარტია.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 21 წევრი) – თავმჯდომარე - ნოდარ გიორგაძე (ყრილობა ირჩევს 2 წლით) - სარევიზიო კომისია (ირჩევა 2 წლით - 7 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 27000.10 რეგიონალური და 65 რაიონულიორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ვეტერანი“, დაარსდა 1999 წ., გამოდის თვეში ორჯერ, ტირაჟი - 5000.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში, პარლამენტში ჰყავდა წარმომადგენლები.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ერთობა“, მიიღო ხმების 11%, პარლამენტში ჰყავდა 6 წარმომადგენელი პარტიიდან.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 2,8%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი -გია ციხისთავი,

რწმუნებული: რევაზ მიქაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ვეტერანთა ღირსებისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფის საკანონმდებლო აქტების მომზადება და პარლამენტზე დამტკიცება. 2. ვეტერანთა სოციალური დაცვის ფონდის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერანთა მიერ ბანკებში შეტანილი და შემდეგ „გაყინული“ თანხების ნაწილობრივ კომპენსაციას, ფონდისმიერგაცემული აქციების ეფექტიანად და მიზნობრივად გამოყენების გზით საწარმოების,დაწესებულებების ამოქმედებას. 3. ახალგაზრდების დასაქმებისათვის ხელის შეწყობა. დამატებითი სამუშაოადგილების შექმნა ვეტერანთა სოციალური დაცვისფონდის სპეციალური პროგრამის საფუძველზე.4.შრომის ვეტერანთა კანონისპროექტის მომზადება და მისი წინასწარი განხილვის ორგანიზაცია. 5. წინადადებების მომზადება ომის ვეტერანთა შესახებ კანონში იმ შესაძლო ცვლილებების შესატანად, რომლებიც უზრუნველყოფს მათზე დამატებითი შეღავათების გავრცელებას. 6. საკითხების მომზადებისა და განხილვის უზრუნველყოფა ქვეყნის სამინისტროებისა და უწყებების მიერ ვეტერანთა სოციალური დაცვისა და მათზე გავრცელებული შეღავათების შესრულებისათვის გაწეული მუშაობის მიმდინარეობის შესახებ. 7. წინადადების მომზადება არსებულ კანონპროექტში ცვლილებების შესატანად ომის ვეტერანთა დეპარტამენტის ბაზაზე ომისა და შრომის ვეტერანთა დეპარტამენტის ან სამინისტროს შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ. 8. წინადადების მომზადება ვეტერანთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური სამეწარმეო გადასახადის შემოღების შესახებ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად.

მისამართი: თბილისი, ზედაზენის ქ., 4, ტელ.: 69 94 00, 69 91 09

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9