ე& ე, ე{ ებ ეგ ედ ეე ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეღ ეყ ეშ ეჩ ეც ეძ ეწ ეჭ ეხ ეჯ ეჰ ეჲ ეჸ
ე& ე, ე{ ებ ეგ ედ ეე ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეღ ეყ ეშ ეჩ ეც ეძ ეწ ეჭ ეხ ეჯ ეჰ ეჲ ეჸ

  1. შეკვეცილი ჩვენებითი ნაცვალსახელი თენა//ენა//თე ეს; იხმარება მსაზღვრელად, არ იცვლება ბრუნვებსა და რიცხვში:
     
    გერცჷ ე ბოში ქუუხვამილუაფუ: ი. ყიფშ., გვ. 12 - მგელს ეს ბიჭი გაუტაცნია.
    თიწკალა ე კოჩქჷ გეეჭოფუ არგუნი: ი. ყიფშ., გვ. 20 - მაშინ ამ კაცმა აიღო ნაჯახი.
    ართ ჟეშხასჷ ე კოცჷ წირუაშა მიდუურთჷმჷ: ი. ყიფშ., გვ. 12 - ერთ კვირას (დღეს) ეს კაცი (სალოცავად) წირვაში წასულა.
    კჷნოხჷ ე ბოშისჷ უწისჷ: ქხს, 1, გვ. 46 - შემდეგ ამ ბიჭს უთხრეს.
    ე ბედიშა ვამანტინე: ქხს, 1, გვ. 81 - ამ ბედს ვერ გავექცევი.
    ე ძღაბეფი: ქხს, 2, გვ. 12 - ეს გოგოები.
    ე ხანი დო ამბეე შქას გიშელჷ წანამოწანაქჷ : ქხს, 2, გვ. 24 - ამ ხანსა და ამბავს შორის გავიდა წელიწადი.
  2. ჩვენებით ნაცვალსახელებთან და ზმნიზედებთან ენაცვლება სიტყვას აი და აძლიერებს მათს ჩვენებითობას
     
    ე-თი (ეთი) კოჩი აი ის კაცი (შდრ. თი კოჩი ის კაცი); ე-თექ აი იქ; ე-თინა აი ის (შდრ. თინა ის); ე-ზმა აი ამდენი; ე-სხიი აი ამდენი; ე-თიწკუმა აი მაშინ...
  3. შორსდ.
     
    ე მუ ორე, მუ ორე? - ჰე, რა არის, რა არის? ე, ბოში, სი გიჩქუნია! - ჰე, ბიჭო, შენ იციო! შდრ. ლაზ. ე: ე ბიჭ! ე ბიჭო! (ნ. მარი).
  4. მარტივი ზმნისწინია, ქართული ა-ს მორფოლოგიური ფარდი
     
    ე-სხაპუა ა-ხტომა: დუდიში ჟი ვ-ე-ისხაპენია: ხალხ. სიბრ., 1, გვ. 40 - თავზე ზევით ვერ ახტებიო (არ შეიძლება ახტომაო); ე-ჭოფუა ა-წევა, ა-ღება; ე-ჸონაფა ა-ყვანა.
  5. ზოგჯერ ენაცვლება ვნებითის ო პრეფიქსს
     
    ო-რუუ//ე-რუებუ ერევა; ო-რიგუ//ე-რიგებუ ურიგდება; ო-ნდურუ//ე-ნდურებუ ემდურება.... ეს შენაცვლება, ჩანს, ქართული ენის გავლენაა.
  6. -უ სუფიქსთან ერთად (ე- — -უ) აწარმოებს ვნებითი გვარის ზმნებს:
     
    ე-სრულებ-უ(ნ) უსრულდება; ე-ნარტებ-უ(ნ) ენატრება;
    ე-სურებ-უ(ნ) ესტუმრება; ე-წუხებ-უ უწუხდება; ე-სახელებ-უ(ნ) სასახელოდ დარჩება (მიაჩნია)...
  7. პრეფიქს მე-სთან (მე- — -ე) ხელობის სახელების მაწარმოებელია
     
    მე-ბჟალი-ე მერძევე; მე-ურემ-ე მეურმე; მე-კოტუ-ე მექოთნე; მე-შხურ-ე მეცხვარე; მე-თხალ-ე მეთხე, თხების მწყემსი...
  8. სუფიქსი გვაქვს ზმნის მწკრივებში: 1. კავშირებითებში (პირველსა და მეორე პირებში) 2. წყვეტილში (პირველსა და მეორე პირებში)
     
    1.ფხანტუნდ-ე ვხატავდე, ხანტუნდ-ე ხატავდე; პჭარუნდ-ე ვწერდე, ჭარუნდ-ე წერდე; ბდვანდ-ე ვდებდე; ვოგორანდ-ე ვაგინებდე. ფხანტ-ე ვხატო; პჭარ-ე ვწერო; დობდვ-ე დავდო; ვოგორ-ე ვაგინო...
    2.ვოცქვ-ე ვაქე; ვოგვან-ე ვასუქე; კათ{ე}-ე აგროვე; თირ-ე ცვალე...
  9. ორე//რე არის მეშველი ზმნის შეკვეცილი სახე (შედგენილ შემასმენელში)
     
    ათენა ჩქიმი ჸუდე-ე - ეს ჩემი სახლია;
    ბაღანა-ე ბავშვია; ჯგირი-ე კარგია (შდრ. ჯგირი ლე)...
  10. ენაცვლება სხვათა სიტყვის ა ნაწილაკს (ქართული -ო ნაწილაკის მორფოლოგიური ფარდი) და აღნიშნავს მესამე პირის ნათქვამს:
     
    მორთასი-ე დო თქუასი-ე, თის ქიმეჩითია: ქხს, 2, გვ. 12 - ვინც მოვიდესო და თქვასო, იმას მიეცითო. აბა,
    ლეკურსჷ მი იშეეღანქი-ე: ა. ცაგ., გვ. 13 - აბა, ხმალს ვინ ამოიღებო! უშრომელო ფსქიდუქი-ე, ათეთ დუდი ვერთუ-ე: კ.
    სამუშ., ქხპს, გვ. 160 - უშრომლად თავს ვირჩენო, ამით თავი არ შეიქციო. ხმოვნით დამთავრებულ სიტყვებთან ამ ე-ს წინ
    (იშვიათად ა-ს) შეიძლება გაჩნდეს ხმოვანთგასაყარი ვ: ე-ვ-ე, ა-ვ-ე: დუდი ოკო მებკვათევე: ი. ყიფშ., გვ. 75 - თავი უნდა
    მოვჭრაო. ათენა ქიმერთევე, შქას გოკვათია: მ. ხუბ., გვ. 69 - ეს რომ მიხვიდეო, შუაზე გაჭერიო. ქიმერთე დოხორეშავე...
    - რომ მიხვიდე სასახლეშიო...
  11. (ღ *ერე) ზოგჯერ რომ კავშირის ფუნქციით არის გამოყენებული: მიშ ჸოროფას ვდარდენდე-ე, არძო დომინქირუას: ი. ყიფშ., გვ. 129 - ვის სიყვარულს (რომ) ვდარდობდე, ყველა გამიქროს. ღურა-დღაშა ვიტანჯე-ე, ფერი საქმე დომიჭყაფუ: ი. ყიფშ., გვ. 120 — სიკვდილამდე რომ ვიტანჯო, ისეთი საქმე დამიწყია.
    Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9