ტა ტე ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტყ
ტაა ტაბ ტათ ტაკ ტალ ტან ტაპ ტარ ტატ ტაშ

ტაკიმასხარა

  1. დაბალხარისხოვანი ოხუნჯი; მიმოსის (ოინბაზის) უშნო წამბაძველი; მუშაითის თანაშემწე, საკუთრივ: „ქვეშმასხარა“ (იხ. „საიათნოვას“ ლექსიკონი, სიტყვა: ქანდირბაზი.).
  2. კლოუნი, გუქა, „რიჟი ჰომოგაი“, პირდაპირი თარგმანით - „ქვეშმასხარა“ („საიათნოვას“ ლექსიკონი და „ძვ. ტფ“.) ჯამბაზის ხელქვეითი, უვიცი მიმბაძველი.
  3. მუშაითის (ჯამბაზის) თანაშემწე, ძველად ცის ქვეშ იმართებოდა ჯამბაზობა, მაგ: ერევნის მოედანზე, სადაც ეხლანდელი Солдатский базар-ია, მაშინ ერევნის მოედნიდან პუშკინის ქუჩაზე გრძელდებოდა. ეს ბაზარი გაუქმდა 1847 წელს, ე.ი. მაშინ, როცა საძირკველი ჩეყარა თამამშევის ქარვასლას.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9