მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მუ მქ მღ მყ მც მძ მწ
მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაც მაწ მაჭ მახ მაჯ მაჰ

მაზალო

  1. შესანიშნავი, საინტერესო, მოწყობილი, მოხერხებული.
  2. საოცარი, საკვირველი. „ვა, რა მაზალო რამ არის და!“ (თაგუნას თხზ.,1919 წ., № 50).
  3. Забавный (განიევის ლექსიკონი, გვ.37). ეს სიტყვა ნახმარი აქვს ა. შანშიაშვილს („ქართ. მწერ.“, 1930 წ., № 3-4, 55). „ერთი მაზალო საქმე მომივიდა“ (ს. ფაშალ., „ნიანგი“, 1936 წ., № 8). „მაზალო ამბავი“ (ი. გრიშ., „ნიანგი“). „რა მაზალო კაცი იყო ცხონებული ეშპეტუაშვილი, სახრჩობელაზე რომ ავიდა“ („ივ.“ 1890 წ.,№ 1). „ნისიად არავის. სამეწვრიმალო დუქანი ზურაბ და გრიგოლ ანტონოვებისა. ნაღდათ, იაფად: მოდი ნახე რა მაზალო რამეა! (დ. ჯან. „ზურაბ ანტონოვი“,1934 წ., გვ.4). „მართლა, ერთი მაზალო რამე უნდა გითხრა“ (ი. გრიშ.,იუმ. ჟურნ. „წმინდა გიორგის შუბმათრახი“, 1907 წ.,№ 1). „მაშ ნიკუა მოგიკვდეთ, თუ მაზალო სიტყვა არ გითხრათ“. (ი. ევდ., 1905 წ., № 184). იხ. ჩემი სცენა ფირუზას ფსევდონიმით („მაზალო ამბავი“, „ნიანგი, 1933 წ., № 3). „გინდათ ერთი კარგი მაზალო რამე გითხრათ?“ (წიგნაკი „შურდული ივერიიდან“, 1904 წ., გვ. 27; ს. შანშ., „ქართ. მწერ.“ 1930, № 2-3, გვ.55). „ო, ერთი ხმა მექნება, ნახავდი, რა მაზალო რამეს ვიტყოდი“. ს. შანშ., „ქართ. მწერლობა“, 1930წ., № 3-4, გვ.55).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9