მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მუ მქ მღ მყ მც მძ მწ
მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაც მაწ მაჭ მახ მაჯ მაჰ

მაზა

  1. .თვალსაჩინო რამ,შესანიშნავი, სანუკვარი. ამბობენ: „სუფრის მაზააო“ - საათნოვას ლექსი. ვითომ სიკოხტავე, სუფრის დამამშვენებელი,სუფრის სანუკვარიო (კარგი გემოიანი საჭმელი). „ახლა მეფე გამოვიდა , ბიძაშვილებს უდარბაზა, ხილზედ დასხდნენ, მოიტანეს უცხოები,ბევრი მაზა,, ღვინოს სმიდეს მანაურსა, უკეთესი რომ ეგაზა,ასრე დახვდნენ ორი ძმანი მამისაგან ეანდაზა“ („არჩილიანი“, გვ.4, გამოც. 1853 წ.). „ანუ რაიმე ტკბილეული: მაზა რამ მწვანილეული, შაქარლამა...“ „თითქოს მაზა რამ ყოფილიყოს“ (ნ. ავალ., თარგ. „თავადის ქალი“, გვ. 92, 113).
  2. სუფრის სიკოხტავე; სანუკვარი საჭმელი.შდრ. დ. ჩ. „...ყველგან მიღებულო სუფრის მაზათა“ (საათნოვა).„შენ ვით დარი დარი დარობ,მზესთან შესადარო, ხშირად იყავ შირა და ყოველთვის მაზა“(ი. ვაკელი, ლექსები,1929 წ., გვ. 162). „გადაგიხტი, გადმოგიხტი, მოგიტანე მაზა - მაზა, შე ჩემანალა გოგონა, ეგრე რამ გაგალამაზა“ (ხალხ.). „ჯეირანი აღარ ჩანდა, მათი მაზა სანახავი“ (ი. იმედ. „ნორჩი ლენინელი“, 1938 წ., №55). „მშვენიერი გოჭი გახლავსთ, თქვენებურად შემწვარი სუფრის მაზა იქნება“ (ვ. ბარნ., „ფერად-ფერადი“, 1934 წ., გვ. 76). „გადაღმიელის (გადაღმიელი ფსევდონიმი იყო ანთიმოზ ჯუღელისა - ი. გრიშ.). წერილი გამოდგა ისეთი უგემური მაზა“ (ი. გოგებ., „უმეცრების ამაყობა“, „ივ.“, 1881 წ., №VII, გვ. 109). „რაკი სოფელი ცრუა და უნდო, მე ეს ვარჩიე თქვენთვის მაზათა“ (გ, სკანდ. გ.სუნდუკიანცისადმი, „საარშიყო სარკე“, 1890 წ., გვ. 5). „მაგრამ ლევანიერს თანდათან აგონდებოდა შემწვარი ინდაურები, მაზა - მაზა საჭმელები“ („ივ“, 1886 წ., № 32). „რომი ლამისაა წალეკოს არხსოვნამ და შენი მოჩმახული ძეგლები რისი მაზაა“ (კ. გამს. „უკრაინის თემიდი“, გვ. 115). „ეს უგულებელყოფილი რისი მაზაა?“ (კ. გამს., „წიგნი“,1933 წ., №2-3,გვ.43).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9