აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აბა აბე აბი აბლ აბო აბრ აბუ აბჯ

აბრაგუნე

მეტი სახელი იყო ტფილისელი მედუქნესი. იგი მოკლეს პირადულ ნიადაგზე. იყო დარდიმანდი, გულუხვი და გაჭირვებულის მეგობარი. აი, როგორ ასწერს მის დაკრძალვას „დროება“: „თბილისის მოქეიფე ხალხმა დიდიდ ამბით დაასაფლავეს კინტო აბრაგუნე. თბილისში ძვირად შეხვდებით ვისმეს, რომ აბრაგუნეს სახელი არ გაეგონოს, ამ სახელს ბევრი გაუტყუილებია დიდუბისაკენ, სადაც აბრაგუნეს ჰქონდა დუქანი. ოთხმა ზურნამ და რამდენიმე არღანმა გააცილა აბრაგუნე. ძმაბიჭები ერთობ დაღონებულნი მიჰყვებოდნენ გულუხვს მასპინძელს, რომელიც ხშირად მასპინძლობისათვის არა თუ არას ართმევდა, „ცუდად“ დარჩენილებს პირიქით აჭმევდა, ასმევდა და ჯიბის გროშებსაც აძლევდა ხოლმე“ („დროება“, 1885 წ., N 182. იხ. კიდევ სხვა წერილები: „Новое Обозрение“ 1885 წ., N 572 და ი. გრიშ., ძვ.ტფ. ლიტ. ბოჰემა“, 1928 წ., გვ. 139)
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9