პა პე პი პლ პრ პუ
პაე პამ პან პაპ პაჟ პარ პატ პაჩ პაჭ

პაჟარნი

  1. გავარდნილი, აშაღლარა, გარყვნილ-გაქსუებული.
  2. (რუსული სიტყვა) ცეცხლის გამქრობი. „გასაკვირელი არ არის, რომ ლევან ამას იტყოდა, ამიტომ რომ ასეთი ამფსონები ეშოვნა, რომელთათვისაც ქვეყანაზედ წმინდა აღარა იყო რა - ესენი გახლდნენ ერთი ბაყალი, სამი მიკიტანი, ერთი ყასაბი, ერთი მეთამბაქოე და ოთხნიც უსახლკარო და უხელებო კაცები, რომელთაც უწოდნენ პაჟარნებად“ (რ. ერისთ., „ცისკ.“ 1857 წ., N V, გვ. 36). იხ. „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ჩემი გამოცემა, გვ. 117. „ეს რეები დაუწერია, ძლივ წავიკითხე, ყარსეთი და პაჟარნები რომელია?“ („კაპიშონი“, 1880 წ., გვ. 22). „ა. ცაგარელი ისე იდეალურად გვიხატავს ტფილისის პაჟარნებს, რომ უცხო კაცს, რომელიც არ იცნობს უმანკოების და სვინდისიანობის სესახებ, ამ საზოგადოებას უპირველესობას მისცემს“ (ი. კავთელის წერ. ა. ც-ს „რაც გინახავზე“, „თეატრი“, 1886 წ., N 4, გვ. 31). „ეს პაჟარნები ვის დააძინებენ“ (რ. ერისთ., ტ. IV, შ. რად. რედ., 1938 წ., გვ. 6). „თითონ პეპოს“, ამ ზოგად გმირს სომხის „პაჟარნისას“ ქართველი არტისტები ქართველ აზნაურად მორთვენ ხოლმე, ხოლო მდიდარი არუთინა უთუოდ სასაცილო სომხის ვაჭრად გამოჰყავთ“, სწერს ჩიმიშკიანი („ივ.“, 1889 წ., N 27, ილიას მეთაური ჩიმიშკიანის საპასუხოდ). „აბა ნახეთ ის ქართველი პაჟარნინაბადწამოსხმული, ლოთურად ჩითმერდინით ყელზედ“ (ილია, ტ. IV, გვ. 20). „პაჟარნი“ - იხ. ბროშურა „პეპო’ (რუსეთში გამოვიდა) გვ. 6, 7. „ვინცხა პლუტი მაწანწალა ქალაქის პაჟარნები“ (ა. ცაგარ., „კომედიები“, ი. გრიშ. რედ., 1936 წ., გვ. 117). „ერთი ვიღაც პაჟარნს აჰყვა, ფულიც იშოვნა, კაი ჩოხაც ჩაიცვა, საწყალი მათე კი თავისგნით გააგდო“ (ილია, ტ. III, 1938 წ., გვ. 144 და 145). „(გორში) რა კი მობინდდება, ქალი მარტოკა ბავშვის სინაბარა ვერ ჩაჯდება ფაეტონში. მეფაიტონე მაშინვე ქალაქს გარედ რომელიმე მოშორებულ დუქანში ამოაყოფინებს თავს საცოდავ მსხვერპლს და მიუგდებს პაჟარნებს“ (წაკოლა, - ს. მგალ., „ივ.“, 1877, N 8, გვ. 9). „შე კროვ, შენ არ იყავ ნარგიზას ბარგი ვირივით დაგქონდა, ბაღებში პაჟარნების ნასუფრალით რომ ძღებოდი?“ მე არ გაგაძღე? (გ. ერისთ. თხზ., 1884 წ., გვ. 445). „აბა ნახეთ ის ქართველი პაჟარნი, ნაბადწამოსხმული...“ (ილია, ტ. IV, გვ. 20; რ. ერისთ., რუს. დაწერ. ფელეტ., 1853 წ., N 39).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9