პა პე პი პლ პრ პუ
პაე პამ პან პაპ პაჟ პარ პატ პაჩ პაჭ

პანღური (პანჩური)

მუხლის თავით კუკუს ამოკვრა, გაგდება. ფეხის აქნევით გაგდება. მუხლით ამორტყმა. „...და როგორც კი ნახავენ, რომ საჭირო აღარა ვართ, პანღური და პანჩური“ (ივ. მაჭავ., „გლეხისკაცის ისტორია“, 1931 წ., გვ. 74 და 94). „მასწავლებლები ძველად ძალიან ცდილობდნენ არალეგალურ ჟურნალების თანამშრომელთა გაგდებას და გაპანჩურებას“ (დ. თურდ., „ნორჩი ლენინელი“, 1936 წ., N 29). იხ. იქვე ჩემი ლექსი. „ჩვენ დაუკითხავათ ჩვენი ფულები დახარჯეს, მაშასადამე, პანჩური და პანღური არამკითხეთო“ („თეატრი“, 1888 წ., N 7, გვ. 1).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9