თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თაბ თაგ თავ თაზ თათ თაი თაკ თალ თამ თან თარ თას თაუ თაფ თაქ თაღ თაშ თაც თახ თაჰ

თაბაუთი

  1. განსხვავება, მეტ-ნაკლებობა, ავ-კარგიანობის გარჩევა.
  2. საზრიანი ანგარისიანობა. „...იქნება სთქვან ერთი საათი გინდ წინ იყოს, გინდ უკან, რა თაბაუთიაო“ (ილია, „ქუთაისის საბანკო საქმე“., „ივ“., N 168, 1890 წ., გვ. 12).
  3. თაბაუთი - სხვაობა, რაზნიცა (დ. ჩ-ს. ლექსიკ.). „ეგებ აპრილამდის გააჩანჩალოს, რომ ამ წლის რემონტის ფულმა მოასწროს; მაშინ სამას თუმნამდის თაფაუთსა იქს და არ იქნება ურიგო“ (გრ. ორბ. კერძო წერ., გაზ. „სამხედრო მწერალი“, 1932 წ., N 2., გვ. 4). „რისკის საქმეს დიდ ქონებას, დიდ სერმიას, დიდ თაბაუთს თხოულობს“ (ნ. ნიკოლ., „მოამბე“,1894 წ., N 1, გვ. 133). „ყველას თავისი თაბაუთი აქვს“ (მელან. „ბნელო“, 1891 წ., გვ. 153).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9