ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზრ ზუ ზღ
ზად ზათ ზალ ზამ ზან ზარ ზაფ ზახ ზაჰ

ზარაფი

  1. პატარა, დასაწკარუნებელი ხელის ზარი (აწ ელექტრონის ზარის ღილი). „ზარაფს ჩამოჰკრავდა და საუზმის მოტანას უბრძანებდა“ (ნ. ავალ., თარგ.“თავადის ქალი“, 104).
  2. ფულების დამხურდავებელი. ბანკირი. ძველად ბანკები რომ არ იყო, მის ნაცვლად იყვნენ ზარაფები, მაგ., თუ რომელიმე მოვაჭრეს სახელდახელოდ ფული დასჭირდებოდა, ზარაფები ხელს უმართავდნენ და ისინიც სარგებლით იხდიდნენ. ეს ხდებოდა უვექსილოდ (უწინ ბანკების ნაცვლად ზარაფები იყვნენ. ესენი სახელდახელოდ ხელს უმართავდნენ ვაჭრებს, ისინიც სარგებლით უბრუნებდნენ წამოღებულ ფულს). წინეთ ზარაფს აქეთ-იქეთ ბიჭები ჰყავდა, რომელნიც ჰყვიროდნენ: „Медные деньги, сюда любезны, части чудесный, деньги Российский, кому угодно, петаки новые.“ ეს ზარაფები 30-40-იან წლებში იყვნენ სიონის ქუჩებში და ბანკის მოვალეობას ასრულებდნენ. „ზ ა რ ა ფ უ ლ ი ა ნ გ ა რ ი შ ი ა „ (რ. ერისთ., ტ. IV, გვ. 23; „მნათ.“ 1938 წ., N 12, გვ. 164).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9