ვა ვე ვი ვო
ვა ვაი ვალ ვარ ვაფ ვაქ ვაშ ვაჭ ვახ

ვაინაჩრობით

  1. ვაი-ვაგლახით, გაჭირვებით. „დავჯღაბნი ვაინაჩრობით, ვიცი ლოცვების ტურტური“ (ვაჟა, ტ. 1, გვ. 228). „და როდის, ვაინაჩრობით ძმას მიაწვდინა შემდგომა“ (ვაჟა, იქვე, გვ. 107). „არა ჰქონდა თოფი და რის ვაინაჩრობით ქართული ჯაზიერი იშოვა“ (ვაჟას მოთხ. „დათვი“, ალმ. „ჩვენი ერი“, 1909 წ., N 1, გვ. 6).
  2. „სამი კლასი ვაინაჩრობით გაგათავებინე“ („ივ.“, 1892 წ., N 253). „ფეფელამ ყაითნის გრეხა ისწავლა, მე კი აქეთ-იქეთ ბაზრებზე დავდივარ და ასე ვაინაჩრობით ვცხოვრობთ“. „დიდის ვაინაჩრობით დავაჯერე, რომ ცოცხალი ვარ“ (ს. ფაშალ., „ნიანგი“., 1936 წ., N 8). დიდის გაჭირვებით, ვაი-ვაგლახით. „შიშველა ფეხს შეიმოსავდა ჩუსტითა და - ჰერი ბიჭო - დაეშვებოდა ჩალურისაკენ, სადაც მოსამსახურენი სუფევდნენ, ესე იგი ვაინაჩრობით და გულში ჩაკეტილ გაბოროტებით სულს იბრუნებდნენ“ (ილია, „კაცია-ადამიანი“, თავი II, გვ. 155. „ქართ. წიგნის“ გამოც.). ნიკო ლომოური თავის მოგონებაში სწერს, რომ მე ილიას ვთხოვე ვაინაჩრობა ვაივაგლახით შეცვალეო, ილიამ ჩაიწერაო („ლიტ. მემკვიდრეობა“, N 1, გვ. 569), მაგრამ, როგორც სჩანს, ილიას ვაივაგლახი არ მიუღია და ისევ ვაინაჩრობა დაუტოვებია (ილია, ტ. II, გვ. 155).
  3. ძლივძლივობით, წვითა და დაგვით. გამიგონია: ერთი ორიოდე გროში ვაინაჩრობით შემიქუჩებია, შემიკოწიწებია შავი დღისათვის და ისინი კი მწერენ თუ ავეტიქ, ამა და ამ ადგილას, ამა და ამ ქვის ქვეშ, ამდენი და ამდენი ამოსდეო... ეეე, გიჟეს!!! (მ. ჯანიშ., 1907 წ., გვ. 70).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9