ებ ეგ ედ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეტ ეფ ექ ეშ ეჩ ეხ
ელე ელი ელო ელქ

ელეთმელეთი

„ტყავიანი კაცი რომ დაინახოს, სულ ელეთმელეთი მოსდისო“ (ნ. ლომ. „ქაჯანა“, სახელგ., 1926 წ., გვ. 77). ამბობენ: ისე შეუბღვირე, რომ ელეთმელეთი მოუვიდაო. ვითომ ძალზე შევაშინეო. ზოგი სწორედ არა ხმარობს. მაგ.: „გიჟი ხომ არა ვარ, მის კარებში ჩასაფრებულ ელეთმელეთის ქურდებს თავი გავაძარცვიო“ (შ. შხუნელი, „ნიანგი“, 1934 წ., N 13, gv. 7). ალბათ მილეთი უნდოდა ეთქვა. „ვიცოდი ელეთმელეთი იმ ჩემი დუშმანისაო“ (ი. ევდ., თხზ., 1916 წ., გვ. 281). „ისეთი გავხდი, კინაღამ ელეთმელეთი, იქავ დამბლა არ მამივიდა. („ივ.“, 1893 წ., N 353). ე ლ ე თ მ ე ლ ე თ ო ბ ა - არეულობა. „საბედნიეროთ ასეთი ელეთმელეთობა გაგრძელდა მხოლოდ ერთ წუთს“ (დ. თურდ., „ეპიზოდები ახალგაზრდათა ცხოვრებიდან“, 1933 წ., სახელგ., გვ. 61).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9