გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაწ გაჭ გახ გაჯ

გაგიმარჯოს

ყარაჩოღელებს ეს „გამარჯობა - გაგიმარჯოს“ შებრუნებული აქვთ. იგი ხშირად ასწრებს იმ კაცს, რომელმაც გამარჯობა არ უთხრა და თითონ ირონიით ეუბნება „გაგიმარჯოს“. ერთს ყარაჩოღელს სირაჯის დუქანიც ჰქონდა, რომლის ფირნიშზეც ეწერა: დუქანი სერგო ყაითმაზაშვილისა „გაგიმარჯოს!“ ოლივერ უორდროპი თავის მოგზაურობის დროს სიყვარულით იგონებს ამ ორ სიტყვას და ამბობს: „ეს ქართველური სალამი „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ თითქმის იმდენსავე ეუბნება ადამიანს, რის თქმაც შეუძლიან თორმეტ ტომს ისტორიულის თხზულებისას“ („ივ.“, 1888 წ., N 276).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9