A B C D E F G H I J K L M N

სა სბ სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
საბ საგ სად სავ საი საკ სალ სამ სან საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საშ სახ საჰ

სალონი

Fr. salon
1. კომფორტულად მოწყობილი საერთო ადგილი მგზავრებისათვის (გემზე, მატარებლის ვაგონში); საერთო ოთახი, დარბაზი (სასტუმროში).
2. თვითმფრინავში, ავტობუსში, ტროლეიბუსში და მისთ.: მგზავრთათვის განკუთვნილი განყოფილება.
3. ზოგი სავაჭრო საქონლის (ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვ.) სადემონსტრაციო დარბაზი.
4. მხატვრულ ნაკეთობათა და ხელოვნების ნაწარმოებთა მაღაზია.
5. მდიდრულ (ბურჟუაზიულ-არისტოკრატიულ) სახლში: სტუმრების მისაღები დარბაზი.
6. თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეთაგან შემდგარი წრე, რომელიც სისტემატურად იკრიბება ვისიმე სახლში.
7. საფრანგეთში (ამა თუ იმ ეპოქაში): თანამედროვე მხატვართა სურათების გამოფენა.
8. თვითმფრინავებისა და სხვა საფრენი აპარატების საერთაშორისო გამოფენა.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9