ნა ნდ ნე ნი ნუ
ნაბ ნაე ნათ ნაკ ნამ ნან ნარ ნაუ ნაქ ნაყ ნაც ნაძ ნაწ

ნათელ-ი

Gk. φέγγος τό
სინათლე
 
და მძაფრითა მით სლვითა თჳსითა მიჰფენდა უნათლოთა ნათელსა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 5);τὸ φῶς – დაღაცათუ მრავალთა ვჰხედვიდით ჩუენ ლამპართა ერთსა მას სახლსა შინა მყოფად, არამედ ერთ ნათლადვე შეერთებულ იყვის ნათელი იგი ყოველთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.4); ესე ზეშთაბუნებისა გულისჴმა-ყო ზოგადმან ჩუენმან მოძღუარმან, ჴელის აღმპყრობელმან საღმრთოჲსა ნათელთმოცემისა მიმართ, ფრიადმან საღმრთოთა შინა და ნათელმან ყოვლისა სოფლისამან, [პავლე], რომელი ამას იტყჳს ... „...ერთ არს უფალი იესუ ქრისტე“ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.11);

I. ღვთის ატრიბუტი, ღვთის ნათელი – τὸ φῶς – „მე ვარ, რომელი ვარ“ – ცხორებაჲ, ნათელი, ღმერთი, ჭეშმარიტებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.6); ნათელი და ღმერთ-მყოფელი და მიზეზი და ყოველივე, რაოდენი-რაჲ ყოვლისა ღმერთ-მთავრობისაჲ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); [ღმერთი] ნეტართა მათ და ჩუენსა უზეშთაესთა არსებათა თანად უსაჩინოესადცა და უსაცნაურესად გამოუბრწყინდების და ძალისაებრ მათისა მიიმსგავსებს მათ ნათელსა მას თჳსსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); რამეთუ დაკლებულ არს სულნელებისაგანცა და სიმართლისა მიერ მოფენილისა ნათლისაგანცა (თტე., რიცხ. 10, გელ., A 1108, 42r); მხედველ ვიქმნნეთ ნათელსა, ღმერთ-მთავრობისა მიერ ზომიერად ჩუენდა მონიჭებულსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); შემძლებელთა ყოვლისავე მის ზეგარდამო მათ ზედა მოფენილისა ნათლისა მიკუალებად ღირსთა მიმართ ნათლისათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.3); მისსა მიმართ უსაშუვლოდ აღპყრობითა ყოვლად წმიდისა მის სიწმიდის განუძღომელითა ნათლითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3); და საცნაურნი სახედველნი ჩუენნი ერთობითითა და მიუაჩრდილებელითა ნათლითა აღავსენ! (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.2);
ნათელი განმაღმრთობელი – θεουργικƒόν φῶς – რაოდენსა-რაჲ სხუასა იტყჳს საიდუმლოდ მოცემული იგი ჩუენდა საღმრთოთა მათ წინამძღუართა ჩუენთაგან განმაღმრთობელი ნათელი შედგომითა წერილთა სიტყუათაჲთა საჩინოებით მონიჭებულად ჩუენდა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4);
ნათელი ზეშთაარსებისა – ὑπερούσιον φῶς τό – რამეთუ არა ხოლო თუ ზეშთაარსებისანი ნათელნი და საცნაურნი და ზოგად ყოველნი საღმრთონი გამოსახვითითა სახეთ-შემოღებითა თითო-ფერ იქმნებიან (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.2);
ნათელი ზეშთასავსე – ზეშთაწმიდასა მას განწმედასა ზეშთასავსისა ნათლისაგან, პირველითგან სრულისა მის სრულებისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 10.3);
ნათელი ზეშთაღმერთთაჲ – რომელ არს განღმრთობილთა გონებათა შეერთებაჲ ნათელსა მას ზეშთაღმერთთაჲსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5);
ნათელი მამული – πατρικὸν φῶς τό – ვინაჲცა ჩუენ ანუ არა იესუჲს სახელის-დებით ჩუენდა მოწოდებითა მამულისა მის ნათლისაჲთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.2);
ნათელი მიუწდომელი – ἀπρόσιτος φῶς τό – და ვითარცა საცნაურნი ძალნი, რაჟამს სული ღმრთის მხილველ იქმნეს, უცნაურითა შეერთებითა მოუჴდების მიუწდომელისა ნათლისა შარავანდედთა მიხედვითა უთუალოჲთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.11);
ნათელი ნამდჳლვე-ჲ – ჭეშმარიტი ნათელი – ο‡ν φῶς τό – რამეთუ დაეფარვის მქონებელთა ნამდჳლვე ნათლისა და ჭეშმარიტისა მეცნიერებისათა ღმრთისა მიმართი უმეცრებაჲ და ზედა-მდებარე მისსა ბნელი (არეოპ., ეპ., ეფრ., 1);
ნათელი პირველი – πρῶτον φῶς τό – პირველი იგი ზეცისათა მათ გონებათა მღდელთ-მთავრობაჲ ... აღსავსე პირველისაგან ნათლისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3); ვინაჲთგან პირველისა ნათლისა მიმცემელი არს დასაბამ ყოველთა საღმრთოთა განათლებათა, აღსრულებადთა მათ მიერ საქმეთა ჭეშმარიტებით უგალობთ მას ნათლის-ღებისა სახელის-დებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.I);
ნათელი საიდუმლო – κρύφιον φῶς τό – [წმიდანი გონებანი] საიდუმლოჲსა ნათლისაგან ზეშთასოფლისად აღივსებიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.6);
ნათელი საუკუნო – φῶς ἀίδιον τό – საღმრთოჲ უკუე ნეტარებაჲ... აღსავსე ნათლითა საუკუნოჲთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); ნათელი საცნაური – νοητὸν φῶς τό – ნათელ საცნაურ სახიერებასა ეწოდების, რამეთუ ყოველივე ზეშთაცათა გონებაჲ აღსავსე არს საცნაურითა ნათელითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.5); რამეთუ საღმრთოთა კაცთა ყოვლად წმიდაჲ იგი შარავანდედი ვითარცა ნათესავთა საცნაურისა ნათლისათა სიწმიდით და უსაშუვლოდ გამოუბრწყინდების (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.2); ნათელ უკუე საცნაურ ითქუმის ზეშთა ყოვლისა ნათლისა იგი სახიერებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.6); ეგრეთვე საცნაურისა მის ნათლისა მოსლვაჲ შემკრებელი და შემაერთებელი და სრულ-მყოფელი არს განათლებულთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.6)
ნათელი საღმრთოჲ – θεῖον φῶς τό – არცაღა წინა მოგონებულთა თჳთმფლობელობათაგან საღმრთოჲ ნათელი დაკნინდების თჳსთა მათ წინა-მოგონებითთა გამობრწყინვებათაგან (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.3); რამეთუ გონებისა ჩუენისა უნათლობაჲ აღავსო ნეტარითა და საღმრთოჲთა ნათლითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11);φέγγος τό – პირველითგან მეორენი საღმრთოჲსა მის ნათლისა მისისა მიმართ აღიყვანებოდინ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.4)
ნათელი უდასაბამიერესი – ἀρχικώτατον φῶς τό – ამისითა მით უდასაბამიერესითა ნათლითა განვნათლდები წმიდისა მის მიმართ მხედველობისა სხუათაჲსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.I);
ნათელი უხილავი – ἀπρόσιτον φῶς τό – საღმრთო ნისლ არს უხილავი ნათელი, რომელსა შინა მკჳდრობაჲ ღმრთისაჲ ითქუმის (არეოპ., ეპ., ეფრ., 5);
ნათელი ღმერთ-მთავრობითი – θεαρχικὸν φῶς τό – ყოველთა მიმართ განმზადებულად მიმცემელ ვხედავთ ღმერთ-მთავრობითისა ნათლისა განუზომელსა და უშურველსა უფსკრულსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.3);
ნათელი ღმერთ-მყოფელობითი – არამედ ვითარცა ჭეშმარიტებით მახლობელ ქმნილნი მისნი უპირატესად მიმღებელ არიან ღმერთ-მყოფელობითთა მათ ნათელთა მისთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2);
ნათელი ღმრთისმეტყუელებისა – θεολογικὸν φῶς τό – ეპოვოს… ფრიადითა ღმრთისმეტყუელებისა ნათლითა აღსავსეობაჲ (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1);
ნათელი ღმრთისმეცნიერებისა – φῶς τῆς θεογνωσίας τό – და ყოველთა კაცთა ღმრთისმეცნიერებისა ნათლითა განათლებაჲ (თტე., წინასწ., იონა, მიზეზი, გელ., A 1108, 289r); რაჲთამცა ნათელსა მათ მიერისა მეცნიერებისასა ღირს-ქმნულ იყო (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); მიმცემელმან ნათელსა მეცნიერებისასა, საღმრთოთა წერილთანი აღუჴსნნა მიუწთომელობანი (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v);

II. ნეოპლატ. ნათელი (საღმრთოჲ) – τὸ θεῖον φῶς – უმაღლესნი უმდაბლესთა მისცემენ ნიჭთა მათ ღმრთივ მონიჭებულთა მათდა და ყოველთავე მიმართ შემსგავსებულად ძალისა და დატევნისა მათისა მიიწევის საღმრთოჲ ნათელი ჯეროვნითა წინაგანგებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3); [სულთაგან] რომელთამე აქუს საღმრთოჲ ნათელი ზენაჲთ დაელვებულად (პრ., კავშ., პეტრ., 185; 110.26-27);
ნათელი (ღმრთებრივი) – ღვთაებრივი სინათლე – τοῦ θείον φῶς – დაღათუ მომმარჯუე იყოს მზიარებელი, ...ყოველი უცხოჲ ღმრთებრივისა ნათლისგან უჩინო იქმნების, და ინათლვის ყოველი უმყისეს ღმრთებრივთა მიერ რიცხუთასა (პრ., კავშ., პეტრ., 144; 87.24-26; D. §143);

III. – შექმნილი, მატერიალური სინათლე – ნათელი დაბადებული – γενόμενον φῶς τό – ნათელი იგი დაბადებული არა ეგო მათვე საზღვართა შინა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 5);
ნათელი ნივთიერი – ὑλικὸν φῶς τό – ხატ-ყვნეს ნივთიერნი ესე ნათელნი და გონებითისა ხედვითისა აღმოვსებისა წარმოთქუმითნი ესე წმიდანი მოწფობანი (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9