ტა ტკ ტო ტრ ტყ ტჳ
ტრა ტრე ტრფ

ტრფიალება-ჲ

Gk. ἔρως ὁ
სიყვარულის ზოგადი, გვარეობითი ცნება
 
რამეთუ ჩემდა საგონებელ არს ღმრთის-მეტყუელთათჳს, ვითარმედ ზოგად შეჰრაცხეს მათ სახელი სიყუარულისა (ἀγαπή) და ტრფიალებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.12) ; ტრფიალებაჲ გინა-თუ საღმრთოჲ ანუ ანგელოზებრი, გინა საცნაურებრი, გინა მშჳნვიერებრი ანუ ბუნებითი და ნერგობითი რაჟამს ვთქუათ, ერთობითსა რასმე და შეზავებითსა ძალსა გულისჴმა-ვჰყოფთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.15) ;
ტრფიალებაჲ საღმრთოჲ – θειος ἔρως– არს განმაცჳბრებელცა ტრფიალებაჲ (ἔρω) საღმრთოჲ, რამეთუ არა უტევებს, რაჲთა თავთა თჳსთად ცხოველ იყვნენ ტრფიალნი (τοὺς ἐραστάς) იგი, არამედ მათდა, რომელთა მიმართ ტრფიალ იყვნენ (ἐρωμένων) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.13) ; არს საღმრთოჲცა ტრფიალებაჲ კეთილ კეთილისა მიერ კეთილის ყოფისათჳს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10) ; უკუეთუ ნივთიერისა ამისდა ქუეყანიერისადა შემშჭუალულ არიან, უეჭუელად საღმრთოჲსა ტრფიალებისაგან განვრდომილ არიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.8) ;
ტრფიალებაჲ ჭეშმარიტი – ὄντως ἔρως – სიყვარულზე მაღლა მდგარი საღმრთო ტრფიალება – ამისთჳსცა საღმრთოდ განასაკუთრეს ჭეშმარიტი ტრფიალებაჲ უფროჲს სიყუარულისა, რაჲთა სრულიად ზეშთა-აღამაღლონ იგი ესევითართა მათ კაცთა უჯეროდ შერაცხვისაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.12) ; ღმრთივ შუენიერ-ყოფაჲ ჭეშმარიტისა ტრფიალებისაჲ არა ხოლო ჩუენგან, არამედ ყოველთა საღმრთოთა სიტყუათაგან იგალობებოდა რაჲ, ვერ დაიტიეს ერთა სიმრავლემან ერთ-სახეობაჲ იგი ტრფიალებისა (ἐρωτικής) ღმერთ-სახელობისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.12) ;
ტრფიალებაჲ არსთა-ჲ – τῶν ὄντων ἔρως – თჳთ იგი კეთილის მოქმედი არსთა ტრფიალებაჲ სახიერებისა შორის ზეშთააღმატებით წინაჲთვე იყო (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10) ; ვინაჲცა მართლიად მსმენელთა შორის საღმრთოთა სიტყუათასა მისვე ძალისად განწესებულ არს დიდთა ღმრთის-მეტყუელთაგან სახელები სიყუარულისა და ტრფიალებისაჲ საღმრთოთა მათებრ გამოცხადებათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.12)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9