კა კე კი კმ კნ კო კრ კუ კჳ
კად კავ კათ კან კარ კატ კაც

კაცება-ჲ

  1. Gk. ἀνθρωπότης ἡ
    (ზოგად.)
    კაცობა, ადამიანობა
     
    ბუნება არს საზოგადოჲ, ვითარ კაცებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r); სხუა არს ბუნება ღმრთეებისა და სხუა – ბუნებაჲ კაცებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 130r); – ἀνθρώπινος – ხოლო მთავრობათა და მთავარანგელოზთა და ანგელოზთა საჩინოებითი შემკობილებაჲ კაცებრივთა ამათ მღდელთ-მთავრობათა ერთი-ერთისა მიერ ზედა-მდგომელობენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.2);
  2. (დოგმატ.)
    მაცხოვრის კაცობრივი ბუნება
     
    სხუაჲ ქრისტე არცა არს, არცა ქმნილ არს, არცა ოდეს იქმნეს სხუაჲ, ღმრთეებისაგან და კაცებისა, რამეთუ ღმრთეებასა შინა და კაცებასა ღმერთი სრული არს იგივე და კაცი სრული (სტით., სომხ. წვალ., არს., I,8); აწ უკუე ღმრთეებასა რაჲ ვიტყოდით, არა სახელ-ვსდებთ მას თჳთებათა კაცებისათა, რამეთუ არა ვიტყჳთ ღმრთეებასა ვნებულად ანუ აგებულად. არცა ჴორცთა, ესე იგი არს, კაცებისათჳს შევასმენთ თჳთებათა ღმრთეებისათა (დამასკ., გარდ., 157, არს.); ყოველნივე ბუნებითნი და უცოდველნი ვნებანი კაცებისანი თავს-ისხნა (მიქ., მრწ. 9, ეფთ., Jer. 151, 85r) // (მაქს., მრწ. 9, ეფთ., Q 34, 35r); რამეთუ ჩუენგან არს მისი-იგი მამისა უმრწემესი კაცებაჲ, ხოლო მამისაგან არს მისი მამისა თანასწორი ღმრთეებაჲ (ლეონ., ეპ. 4, არს., S 1463, 218v); არცა თჳნიერ ჭეშმარიტისა ღმრთეებისა კაცებაჲ იცნობებოდის, არცა თჳნიერ კაცებისა ღმრთეებისა ყოფაჲ აღიარებოდის (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 219r); ვითარცა კაცი იგივე, შემსგავსებულად კაცებისაცა მისისა [ინებებდა] (მქს., პიროს., გელ., 22,40) // ვითარცა კაცსაცა შემსგავსებულად კაცებისაცა მისისა აქუნდა კაცებისა ნება (მქს., პიროს., ეფთ., 5,410); – ἀνθρώπινα τά – მასვე ნეფსით თჳსით ენება და იქმოდა კაცებისა საქმეთა, ვითარცა კაცი (მიქ., მრწ. 9, ეფთ., Jer. 151, 85r); იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთა ვითარცა კაცი (მაქს., მრწ. 9, ეფთ., Q 34, 35r)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9