კა კე კი კმ კნ კო კრ კუ კჳ
კად კავ კათ კან კარ კატ კაც

კაც-ი

  1. Gk. ἄνθρωπος ὁ
    ადამიანი
     
    1. (ლოგიკ.) – საზღვარი კაცისაჲ არს: ცხოველი სიტყჳერი, მოკუდავი, გონებისა და ჴელოვნებისა შემწყნარებელი (დამასკ., დიალ., არს. 2,2); კაცსა, განასაზღვრებენ რაჲ, საზღვარისა მიერ შემოსწერენ ესრეთ: „ცხოველი, სიტყჳერი, მოკუდავი, გონებისა და ზედმიწევნულებისა შემწყნარებელი“: „ცხოველი“ უკუჱ, რამეთუ კაციცა არსება არს სულიერი და გრძნობადი, რამეთუ ესე არს საზღვარი ცხოველისა, ხოლო „სიტყჳერი“, რაჲთა განეყოს უტყუთა; და მოკუდავი რაჲთა უკუდავთა სიტყჳერთა განეყოს; არამედ „გონებისა და ზედმიწევნულებისა შემწყნარებელი“,... რამეთუ გუაქუს ძალი, შემწყნარებელი გონებისაცა და ჴელოვნებათა, არამედ მოქმედებათა მომგებელ ვართ სასწავლოთაგან (ნემეს., პეტრ., 1; 17.27); ეგრეცა-და გუარი ცხოველისა ერთ პირველი და კაცისაჲ (პრ., კავშ., პეტრ.; 22; 20.17); ჯერ-არს უკუე, რჲთა იყოს საჩინო: იყო უკუე პირველ მყოფი, მერმე – ცხოველი, და კუალად მერმე – კაცი და მოაკლდეს რაჲ ძალი სიტყჳერებითი, არღა იყოს კაცი, ხოლო ცხოველი იყოს, რამეთუ-და ჰსულავს და გრძნობს (პრ., კავშ., პეტრ.; 70; 30-32);

    2. ქრისტ. ღვთისმეტყ.: ადამიანის ბუნება – ხატად ღმრთისა შეიქმნა და დაიბადა კაცი, ესე იგი არს, თჳთმფლობელად (თტე., მრწ. 6, თეოფ., Jer. 23, 340v); მხოლოდ კაცი, სიტყჳერებისა საკჳრველებით მქონებელი, შენდობასა ღირს-იქმნა სინანულისა მიერ (ნემეს., პეტრ., 1; 12-13); კაცისა სულისაგან გონიერისა და სხეულისა რჩეულად შემზადებაჲ ... მრავალთადა კეთილთა კაცთა ეთნო (ნემეს., პეტრ., 1; 3. 7-10); რომელმან ხატსა შინა ღმრთისასა მყოფობით შექმნა კაცი (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); რამეთუ ვინაჲთგან იქადოდა ეშმაკი კაცსა ზედა, ვითარცა საცთურითა მისითა შეპყრობილსა (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); [მაცხოვარმა] ყოველი თავი თჳსი ცხოვნებად შეცთომილისა კაცისა წარმოაცალიერა (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v);

  2. (დოგმატ.)
    მაცხოვრის კაცობრივი ბუნება
     
    იგივე მრწამს... ღმერთად და კაცად (მიქ., მრწ. 8, ეფთ., Jer. 151, 85r); იგივე ღმერთი და კაცი, არა თუ სხუაჲ და სხუაჲ, არამედ ერთი არს იგივე პირველ განჴორციელებისა და შემდგომად განჴორციელებისა (მაქს., მრწ. 8, ეფთ., Q 34, 34v); მასვე ნეფსით თჳსით ენება და იქმოდა კაცებისა საქმეთა, ვითარცა კაცი (მიქ., მრწ. 9, ეფთ., Jer. 151, 85r); იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთა ვითარცა კაცი (მაქს., მრწ. 9, ეფთ., Q 34, 35r); [აღვიარებთ] მოკუდავად მასვე და უკუდავად, ღმრთად სრულად მასვე და კაცად სრულად (თტე., მრწ. 8, თეოფ., Jer. 23, 340v); ერთი და იგივე შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); რამეთუ ბუნებით სრულისა და ჭეშმარიტისა კაცისა შორის ღმერთი ჭეშმარიტი დაემკჳდრა (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); შემოქმედმან და მეუფემან ყოველთამან ერთად კაცთაგანად ინება ქმნაჲ (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); თჳთ ხატსა შინა მონისასა იქმნა კაც (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); ვითარმედ ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა შესახედავი ვიდრემე კაცისაჲ აქუნდა (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); იგივე და ერთი ზღვევაჲ იყო უფლისა იესუ ქრისტესი ანუ ღმრთად ხოლო თჳნიერ კაცისა, ანუ კაცად ხოლო თჳნიერ ღმრთისა რწმუნებაჲ (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); – ἀνθρώπινος – არამედ არსებაჲ კაცთაჲ უხრწნელ ყო და უკუდავ, და თანა-აღადგინა (თტე., მრწ. 10, თეოფ., Jer. 23, 340v)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9