წა წე წვ წი წმ წო წრ წუ წყ
წა- წად წამ წარ

წადიერება-ჲ

Gk. ὄρεξις ἡ
სურვილი, მისწრაფება, მიდრეკილება
 
გულისჴმისყოფაჲ და სიტყჳერი წადერებაჲ, გაგონებაჲ და ძიებაჲ და განხილვაჲ და განზრახვაჲ და განბჭობაჲ და მოწლეობაჲ და წინააღრჩევაჲ ნებაჲ დაჴმარებისა მიმართ მიმართებაჲ მოქმედებანი არიან, ხოლო უფროჲსღა შეერთებად საგონებელ არს მოქმედებაჲ, ხოლო წადიერებაჲ შეხუდომაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 132r); სიტყჳერისა გონებისა თჳთჴელმწიფე წადიერებისაჲ არაბუნებითი იყოსა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 135v); ნებაჲ არს წადიერებაჲ სიტყჳერებითი და ცხოვლობითი, განმტკიცებული მხოლოდ ბუნებითთაგან ოდენ (დამასკ., გარდ., 128, არს.); არს ოდესმე, რომელ გულისწყრომაჲცა წადიერებაჲ არს ნაცვლისა-მიგებისაჲ...(დამასკ., გარდ., 118, არს.); ჩუენ უკუე მარტივად ვიდრემე ბუნებით კეთილისა ბუნებითად გუაქუს წადიერებაჲ (მქს., პიროს., გელ., 28,30)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9