ხა ხდ ხე ხი ხლ ხრ ხუ
ხან ხარ ხატ

ხატ-ი

I. ნიმუში, პირველსახე – εἰκών ἡ – სიმცროჲ ცხორებისა ჟამთა კაცისათაჲ და სიკნინე შუებისა მათისაჲ ამსგავსა წინაწარმეტყუელმან ხატსა ჭეშმარიტსა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 65, 13-15); შეუძლებელ არს ჩუენდა საღმრთოთა მათ და მაღალთა და უნივთოთა მოქმედებათა საღმრთოჲსა ბუნებისათა მოგონებად ანუ თქუმად, უკუეთუ არა ვიჴუმინეთ ხატნი და იგავნი (τύποις) და სახენი (συμβόλοις) ჩუენისავე ამის სიზრქისაგან შემოღებულნი (დამასკ., გარდ., ეფრ., 62); დასაბამითგან ხატად თჳსსა შექმნა ღმერთმან კაცი (დამასკ., გარდ., 263, ეფრ.); რაჲსათჳს თაყუანის-ვსცემთ ურთიერთას, არა თუ ვითარცა ხატად ღმრთისა შექმნილი (დამასკ., გარდ., 263, არს.); – სადა ხატი ერთ არსო, მუნ არა არს ცვალებაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 135, 28-29);

II. ასლი, მსგავსი – [მოციქულნი] საჩინონი (ἐμφανὴς) ხატნი არიან ხილულნი ესე უხილავთა მათთჳს (არეოპ., ეპ., ეფრ., 10); გრძნობადთა (αἰσθητὴ) ხატთა მიერ ზეშთაცათანი იგი გონებანი გამოგჳწერნა წმიდათ-წერილებითა სიტყუათა შეწყობილებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); ვითარცა ერთ-სახეთა აღჰნიშნავს ჯუარის სახითა მით თჳსისა უცოდველობისა ხატითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.4); ესე იგი არიან სრულ-მყოფელობითნი ხატნი ღმერთ-მთავრობითისა ძალისანი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.5);
2. ძე – მამის – აწ უკუე ხატი თუ არს საღმრთოჲსა ბუნებისაჲ კაცი (მქს., პიროს., გელ., 36,29) ვინაჲთგან ხატად ღმრთისა დაბადებულ არს კაცი (მქს., პიროს., ეფთ., 11,14.2); უკუანაჲსკნელ დაჰბადა კაცი ხატად თჳსად და მსგავსებად, ესე იგი არს, თჳთმფლობელად (მაქს., მრწ., ეფთ., 6, Q 34, 34r) // რამეთუ ხატად ღმრთისა შეიქმნა და დაიბადა კაცი, ესე იგი არს, თჳთმფლობელად (თტე., მრწ., თეოფ., 6, Jer. 23, 340r) // (მიქ., მრწ., ეფთ., 6, Jer. 151, 84r) რამეთუ ვერცა აქუს ზედამიწევნითი განცხადებული სახის მსგავსებაჲ მიზეზთაჲ მიზეზისაგანთა მათ, არამედ მიზეზოვნად ოდენ აქუს მისათუალავი იგი ხატი მიზეზთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); ვინაჲცა ხატი ღმრთისაჲ არს ანგელოზი, გამომაცხადებელი უხილავისა მის ნათლისაჲ, სარკე სრული ბრწყინვალე..., მიმთუალველი ყოვლისავე მის შუენიერებისა სახიერების სახისა და ღმრთის სახისაჲ, რომელსა შეურევნელად გამოაბრწყინვებს თავსა შორის თჳსსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.22); იგი თავადი არს შემოქმედი და დამბადებელი ანგელოზთაჲ, რომელმან არაარსისაგან არსად მოიყვანნა იგინი და ხატად (κατ’ εἰκόνα) თჳსად დაჰბადნა ბუნებით უჴორცოდ (დამასკ., გარდ., 75, ეფრ.); და ხატნი რაჲმე და მსგავსებანი გუქონან საღმრთოთა მათ მისთა იგავთანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.3); თაყუანის-ვსცემ და ამბორს-უყოფ პატიოსანსა ხატსა ქრისტესსა, რამეთუ სახჱ არს განჴორციელებისა მისისაჲ (მაქს., მრწ., ეფთ., 14, Q 34, 36r) // (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r)// (თტე., მრწ., თეოფ., 14, Jer. 23, 341v); ერთი უფალი, მხოლოჲ მხოლოჲსაგან, ღმერთი ღმრთისაგან, სახე (χαρακτηρ) და ხატი ღმრთებისაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); ხატი ძისაჲ სრულისაჲ სრული. ცხორებაჲ ცხოველთა მიზეზი, სიწმიდე სიწმიდისა მომცემელი (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); თაყუანის-ვსცემ სარწმუნოებით და პატივით ხატსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა (მიქ., მრწ., ეფთ., 16, Jer. 151, 86v) // (თტე., მრწ., თეოფ., 16, Jer. 23, 341v) // (მაქს., მრწ., ეფთ., 16, Q 34, 36r);χαρακτήρ ὁ – გუამი უკუე არს საეკლესიოჲსა და სამოციქულოჲსა მოცემისაებრ პირი, ესე იგი არს ხატი, ვითარცა იტყჳს პავლე ძესა ბრწყინვალებად მამულისა დიდებისა და ხატად გუამოვნებისა მისისა, რომელ არს პირი თანაარსი ხატისა მამულისა გუამოვნებისაჲ (ანასტ. სინ., არს. II, 166-170);

III. სახე, გამოსახულება, გარეგნობა – εἰκών ἡ – უკუეთუ ხატი სამყაროჲსა მრგუალ არს ... ვითარ შეძლო მან დადგრომად ზურგსა ზედა სამყაროსსა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 43, 1-4); ხატი კაცისაჲ მიითუალავს უკუე სახელსა კაცისასა (დამასკ., დიალ., ეფრ. 9,2); მწერალთამიერი აჩრდილისწერაჲ ცხად-ჰყოფს სადმე მსგავსებასა ხატისასა (ამონ., ტარიჭ., 45,2); ყოველსა ხატსა მსგავსსა მამრისა ანუ მდედრისასა (თტე, II სჯ. 1, გელ., A 1108, 94r); რაჲთა არცა ერთი ხატი შეჰმზადონ უხილავისა ღმრთისაჲ (თტე, II სჯ. 1, გელ., A 1108, 94r); და ვითარმედ ყოვლად ყოვლითურთ უღონო არს შემზადებაჲ საღმრთოჲსა ხატისაჲ (თტე, II სჯ. 1, გელ., A 1108, 94r); ღმერთმყოფელნი უსულოთანი და ხატსა ჴბოჲსასა ღმრთად სახელისმდებელნი (თტე, II სჯ. 43, გელ., A 1108, 143v); და ამისნი სიწმიდით მესაიდუმლოე ქმნილნი მეცნიერ ვიქმნნეთ, თუ ვისთა ხატთა (χαρακτήρων) სახე (ἐκτυπώματα) არიან ანუ რომელთა უჩინოთა საჩინოები ესე ხატები (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.2);μορφή ἡ – ხატიცა და სახე (εἱδος) ბუნებასავე მოასწავებენ (დამასკ., დიალ., ეფრ. 13,4); რომელნიმე იხილვებიან სულიერთაცა და უსულოთა შინა... ვითარ-იგი... ხატი და სახე (σχῆμα) დამასკ., დიალ., არს. 38,3) // შდრ. ვითარცა შესახედავი და ნაკუეთი (დამასკ., დიალ., არს. 38,3); მერმეცა თანად მცნობელთა და საცნაურთა ანგელოზთა ღმრთის სახენი შემკობილებანი თითო-სახითა ხატითა დაიწერებიან და მრავალ სახითა და ცეცხლებრივითა ხატოვნებითა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.2); ხატთა მიერ და სახეთა (τύπους) უსახონი და გამოუხატველნი წინა-დაგუესხმიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); და ყოველთა სახელთა უზეშთაესსა სახიერებასა და ხატთა რათმე და სახეთა (τύπους) კაცობრივთა გინა ცეცხლებრივთა ანუ ილეკტროანთა დასდებენ მისთჳს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.8); ფრიად უფროჲს ყოვლისა სხუებრობისა მიერ კერძოჲსათჳს მოპოვნებულთა ხატთა და სახეთა (σχημάτων) დიდთა და ღმრთივ შუენიერთა და საიდუმლოთა აღჴსნათა მიერ ჯერ-არს გამოწმედაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5); – ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳსა ხატითა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 159 II); და მიიღო მონისა (δούλου) ხატი ჭეშმარიტებით, და არა ოცნებით (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v) // (მაქს., მრწ., ეფთ., 7, Q 34, 34v) // (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v); რამეთუ მიიღო ხატი მონისაჲ, თჳნიერ ბიწისა რაჲსმე ცოდვათაჲსა (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); რამეთუ რომელმან ხატსა შინა ღმრთისასა მყოფობით შექმნა კაცი (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); თჳთ ხატსა შინა მონისასა იქმნა კაც (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); და ვითარ-იგი არა მოსპო ხატი მონისაჲ ხატმან ღმრთისამან (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); ეგრეთვე ხატი ღმრთისაჲ არა ბიწიან-ყო ხატმან მონისამან (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); და მეუფებისა ყოველთაჲსა მქონებელმან სამონოჲ ხატი მიითუალა (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r) და რომელსა ხატსა შინა მონისასა და ჭეშმარიტთა ჴორცთა მხედავთ, ვის მიტყჳთ მე ყოფად? (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v);μόρφωσις ἡ – ვითარცა ყოვლად სავსებით დამცველობით სამღდელოსა ხატსა (ἱερατικὴ) შინა ღმრთის სახესა მას სიკეთესა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.6);τύπος ὁ – რამეთუ ამასცა ღმერთ-მთავრობითისა მოქმედებისა სახე და ხატი აქუს (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.6);ἰδέα ἡ – ხოლო ჴორცთა, ვითარცა მიწასა შინა დაფლვითა ანუ ვითარცა სხჳთა რაჲთმე ჴორცის სახითა შეცვალებითა კაცობრივისა ხატისაგან უჩინო ქმნითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.7);εἶ δος τό – არცა უსიტყო, არცა უგონებო, არცა ჴორც არს, არცა სახე (σχῆμα), არცა ხატ (არეოპ., საიდ., ეფრ., 4);χαρακτήρ ὁ – და ამისნი სიწმიდით მესაიდუმლოე ქმნილნი მეცნიერ ვიქმნნეთ, თუ ვისთა ხატთა სახე (ἐκτυπώματα) არიან ანუ რომელთა უჩინოთა საჩინოები ესე ხატები (εἰκόνες) (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.2); რაოდენ კაცთა შეჰგავს ქუენაჲ ესე დამცველობითა მათთა მათ ღმრთისსახეობისა (θεοειδεῖς) ხატთაჲთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.5); საღმრთოთა მარადის წმიდათა თავსა შორის თჳსსა მოხუმაჲ შეურევნელად ქუენათა ხატთაგან და საცთურიანთა (ნაზ., ჰომ., ტბელ. 2,5); სიტყჳსყოფითად უკუე ხატად ითქუმის კითხვა-მიგებაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 51,10); მოქმედებაჲ, ბუნებითად მყოფი, ბუნებისა არს შემამტკიცებელობითი და თანანერგი ხატი (მქს., პიროს., გელ., 47,14);σχῆμα τό – გარეგნობა ფორმა, – სახე (εἴδος) ეწოდების ხატსა (σχῆμα τό) და შესახედავსა (μορφή), ვითარ-იგი არნ სახე (εἴδος) ძეგლისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 2,2); გამოუჩნდა მას ვინმე, ვითარცა ხატითა კაცისაჲთა, მჴცოვანი ხილვითა, მღდელშუენიერი მორტყმულებითა და შემკულებითა სამოსლისაჲთა, ფრიადისა სათნოებისა მომასწავებელი მადლიერებითა პირისაჲთა და წესიერად დგომითა სახისაჲთა (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 343v); სახე – გამოიღენ ქუეყანამან სულნი. პირუტყუნი ქუეყანისაგან არიან და ქუეყანად დამართვე მხედველ; კაცი, მცენარე ზეცისაჲ, და რავდენცა განყოფაჲ იგი იქმნა შორის ხატისა მის დაბადებისა შორის ჴორცთა მისთაჲსა და შორის დაბადებისა პირუტყუთაჲსა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 125, 7-12) // ხოლო კაცი ნერგი არს ზეცისაჲ, და რავოდენ იგი ხატითა ჴორციელისა დაბადებისაჲთა უაღრეს არს პირუტყუთაჲსა, ეგოდენ უფროჲს პატივითა სულისაჲთა აღმატებულ არს (ბას., ექუს., გ. ათ., 105, 20-23); შანთი და მდებარე და არსებაჲ სხჳთ-კერძო აქუს [სოფელს?], ხოლო ხატი და მსგავსებაჲ ღმრთისა მიერ მიუღებიეს (ბას., ექუს., გ. ათ., 16, 31-32); წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 4, 17); ხოლო სიტყუაჲ რაჲმე გამოუთქუმელი არს ყოვლად ბრძნისა დამბადებელისაჲ მრავალ-ფერთა მათ ცვალებათა შინა ხატთა მისთასა (ბას., ექუს., გ. ათ., 77, 11-18); და სიტყუაჲ საიდუმლოჲსაჲ არს სიბრძნისა დამბადებელისაჲ შეცვალებასა შინა ხატთა მისთასა, რაჲთა იყოს ჩუენდა სახე ჭეშმარიტი ბუნებასა შინა ჩუენსა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 92, 20-26); არა თუ მომღებელი ოდენ ხატთაჲ არს იგი [ღმერთი], არამედ თჳთ მის ბუნებისა დამბადებელი (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 31,16); [ღმერთმან] მოიღო ხატი სიტყჳსაჲ ამის განმზადებით და სიბრძნით (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 41, 7-8);

IV. ხატი, ღმერთისა და წმინდანების გამოსახულება – εἰκών ἡ – თქუენ, არა თაყუანისმცემელნი პატიოსანთა ხატთანი, რამეთუ არა ვითარცა ლიტონთა ჴორცთა თაყუანის-ვსცემთ ჴორცთა ქრისტესთა (სტით., სომხ. წვალ., არს. II,7);ἀπεικόνισμα τό – და რაჲთა ხილულნი იგი სიკეთენი უჩინოჲსა მის შუენიერებისა ხატად შეჰრაცხნეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); გრძნობადობითნი სიწმიდენი საცნაურთა მათ ხატ არიან და მათდა მიმართ ჴელ-პყრობა და გზა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.2)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9