ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქმნ

ქმნა-ჲ

  1. Gk. γένεσις ἡ
    დაბადება, ქმნადობა
     
    ყოველი, ვიდრემე რომლითამე საუკუნოჲ, ხოლო რომლითამე ჟამის-შორისი, ერთბამად მყოფიცა არს და ქმნაჲცა (პრ., კავშ., პეტრ., 107; 66.8-9); ყოველი საუკუნითი მყოფიცა არს (τὸ αἰώνιον πᾶν ὄν ἐστί), და ჟამისა მიერ განზომილი – ქმნაჲ (καὶ τὸ μετρούμενον ὑπὸ χρόνον – γένεσις), ხოლო, რომელი ჟამსაცა ეზიარებოდის და საუკუნესაცა, მაგრა არა მითვე და ერთითა, იყოს იგი მყოფცა და ქმნაცა (პრ., კავშ., პეტრ., 107; 66.17-20); ქმნაჲ ვიდრემე არს არამყოფობისაგან მყოფობად მოსლვაჲ, რამეთუ რაჲ-იგი არა იყო პირველ, იქმნა იგი (დამასკ., დიალ., არს., 48,5); პირველი დაბადებაჲ ქმნად ითქუმის, არა – შობად (დამასკ., გარდ., 145, არს.);
  2. ძვ. აღთქმის წიგნი „დაბადება“
     
    დიდი მოსე „ქმნასა“ შინა კაცისასა (ἡ τοῦ ἀνθρώπου γένεσις) ღმერთსა შემოიყვანებს მეტყუელად (მქს., პიროს., გელ., 36,27);γίγνομαι – არამედ ეგო (ღვთაებრივი ბუნება მაცხოვრისა), რაჲ-იგი იყო და იქმნა, რაჲ-იგი არა იყო (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v);πλάσις ἡ – რამეთუ პირველთა მათ მამათა ქმნასა ღმრთისა-მიერსა ქმნა ეწოდების და არა-თუ შობა, რამეთუ ქმნა არს ღმრთისამიერი დაბადებაჲ (დამასკ., გარდ., ეფრ.) // პირველი დაბადებაჲ ქმნად ითქუმის, არა – შობად, რამეთუ ქმნაჲ ვიდრემე არს პირველი, ღმრთისაგან დაბადებაჲ (დამასკ., გარდ., 145, არს.);ποίησις ἡ – ქმნაჲ და შეხუდომაჲ ვითარებისა მიმდგომ არიან (დამასკ., დიალ., არს.) // ქმნითი და შეხუდომითი ანუ ვნებითი ესე იგი არიან ძალი მოქმედებისა და ვნებისაი (დამასკ., დიალ., 39,1, ეფრ.); კუალად არს ცემაჲ, განჴურვებაჲ, განცივებაჲ – ესევითარნი აღიყვანნეს ქმნისა ქუეშე (ამონ., ტარიჭ., 19,33);ποιεῖν – ხოლო ქმნაჲ და შემთხუევაჲ მარტივად უკუე „იქმნა“ ერქუმის ყოველსა ჴელოვნებასა მოქმედთასა (დამასკ., დიალ., 39,3, ეფრ.);πράττειν – ქმნა ეწოდების, რომელთაჲ-იგი არღარა ჰგიენ ქმნული, დაეცადის რაჲ მქმნელი (დამასკ., დიალ., 51,18, ეფრ.);δημιουργία ἡ – რომელნი იქმნებოდინ, მოქმედსა შორის აქუს მიზეზი ქმნისაჲ (დამასკ., დიალ., 39,2, ეფრ.);ποιεῖν τό – ლოგიკ. მოქმედება, ერთი 10 კატეგორიათაგანი – ქმნა უკუე არს იგი, რომელსა თავსა შორის თჳსსა აქუნდეს მიზეზი მოქმედებისაჲ, ხოლო შემთხუევასა, გინა ვნებასა თავსა შორის თჳსსა და სხუასაცა შორის აქუს მიზეზი ვნებისა, გინა შემთხუევისაჲ, ვითარ-იგი არიან მოქმედი და რომელნი იქმნებოდინ (დამასკ., დიალ., 39,2, ეფრ.);
    ქმნა-ჲ (აობითი) – εἶναι ποιοῦντος – მარტივად უკუე აობითსა ქმნასა ერთისა მიერ მიიღებს (პრ., კავშ., პეტრ., 138, 84.20-21; D.§136)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9