ებ ეგ ედ ევ ეზ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეფ ეძ ეხ ეჯ
ება ებო ებრ

ებრალიძე ილია შერმანდის ძე

1937 წლის 22 ნოემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1886 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, 1926 გაირიცხა სკკპ(ბ) რიგებიდან, როგორც უცხო ელემენტი.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - მონკავშირის საბჭოთა მეურნეობის მომარაგების განყოფილების გამგე.
ნასამართლობა: 1926 წ. დაპატიმრებული იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მიერ, როგორც პროვოკატორი. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიამ მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი არ მოუხდია ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული 1937 წ.
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ საქართველოში ჩამოსვლისას დაუკავშირდა მენშევიკური მთავრობის სამხედრო სამინისტორს, კერძოდ, მინისტრებს, რამიშვილს და ლორთქიფანიძეს. სამხედრო მინისტრის ამხანაგმა გედევანოვმა მიავლინა ბათუმში სამხედრო ატაშედ საქართველოს საკონსულოში და იქ ასრულებდა სამინისტროს აგენტურულ დავალებებს. სურსათ-სანოვაგის შემსყიდველის თანამდებობას ამოფარებული ი. ებრალიძე მივლინებული იყო ზაქათალაში, სადაც, როგორც კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი, ასრულებდა სამინისტროს დავალებებს ზაქათალის ოლქის საქართველოსთან შესაერთებლად და აპირებდა წითელი არმიის შემტევი ნაწილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. იმავდროულად კავშირი ჰქონდა კ/რ ორგანიზაციებთან საქართველოში. რევოლუციის შემდგომ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა საბჭოთა სამსახურში, ახლო ურთიერთობები ჰქონდა ხალხის მტრებთან: კვირკველიასთან, ბუდუ მდივანთან, მგალობლიშვილთან, მოდებაძესთან მონკავშირის საბჭოთა მეურნეობის მომარაგების განყოფილების გამგედ მუშაობის დროს ანიავებდა სახელმწიფო სახსრებს, ამარაგებდა მათ პროდუქტებით და აწყობდა ღრეობებს.
მუხლი: 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 12/28/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9