გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გუგ გუდ გუკ გულ გუმ გუნ გურ გუს გუჯ

გულბანი ივანე რომანის ძე

1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1894 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ცაგერი, სოფ. ლაილაში
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება:
სოც. წარმომავლობა: სასულიერო წოდების
პარტიულობა: წარსულში სოციალ-ფედერალისტი; საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - მანგლისის სოფსაბჭოს თავმჯდომარე.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გოცირიძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის დამყარება ინდივიდუალური ტერორის განხორციელების გზით საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში. ბრალდებული ი. რ. გულბანი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1936 წ. აწ უკვე ნასამართლევმა ხალხის მტრერმა შ. ი. ნამგალაძემ და შემდგომ კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ყოფილ წევრთან, შ. მათიკაშვილთან. ბრალდებული ი. რ. გულბანი დაპატიმრების მომენტამდე 18.08.1937 წ. ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მიწათმოწყობის სამმართველოს სისტემაში, ხოლო მანგლისის სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში კ/რ ორგანიზაციაში პირადად იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას მიწათმოწყობის ჩაშლის, კოლმეურნეობების დანგრევის და საკოლმეურნეო მშენებლობის დისკრედიტაციის მიზნით. ბრალდებული ი. რ. გულბანი იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში, რაც მიზნად ისახავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას საკავშირიო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 08/18/1937
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9