ებ ეგ ედ ევ ეზ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეფ ეძ ეხ ეჯ
ეგა ეგი ეგნ ეგო

ეგიკოვი სერგო ლაზარეს ძე

1938 წლის 14 თებერვლის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1893 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: არასრული უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: მეფის არმიის პოლკოვნიკი
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გარიცხეს კონტრრევოლუციურ-დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისადმი კუთვნილების გამო.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - საქართველოს კომუნისტური პარტიის ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროს პარტიული კომიტეტის მდივანი
ნასამართლობა: არ იყო ნასამართლევი.
განყოფილება: აფხაზეთის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ბეჟანოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას კ/რ მავნებლური, დივერსიული, პარტიისა და მთავრობის წევრების წინააღმდეგ. ტერორისტული აქტების მოწყობის, ჯაშუშობითა და სამხედრო აჯანყების გზით. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროში ეწეოდა მავნებლობას, რომელმაც ჩაშალა ქვანახშირის მოპოვების 1937 წლის გეგმა. ეწეოდა მავნებლობას მაღაროს კაპიტალური მშენებლობის, მუშათა მომარაგების საქმეში და მაღაროს მიაყენა მატერიალური ზარალი 4.305.042 მანეთისა და 2 კაპიკის ოდენობით.
მუხლი: 58-7, 58-10
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 03/03/1938
დახვრეტის თარიღი: 03/25/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9