ზა ზგ ზე ზვ ზი ზლ ზნ ზო ზუ
ზაა ზაბ ზად ზავ ზაზ ზაკ ზალ ზამ ზან ზაჟ ზარ ზას ზაუ ზაქ ზახ

ზაარი ერჰარდ იაკობის ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1913 წ.
ეროვნება: გერმანელი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: ხერსონის ოლქი, კახოვკის რაიონი, სოფ. ოლგინო, უკრაინა
საცხოვრ. ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: განკულაკებულის შვილი.
პარტიულობა: 1931 წლიდან იყო ალკკ წევრი, მექანიკურად გავიდა.
სამუშაო ადგილი: პროფესიით - ხურო. ხურო - ქალაქის საყოფაცხოვრებო კავშირში. მუშაობდა ხუროდ სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში.
ნასამართლობა: დაპატიმრებულ იქნა 08/03-1934 წელს ფაშიზმის ბრალდებით, იმყოფება ბათუმის შრომა-გასწორების სახლში. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს 28/04-1935 წლის გადაწყვეტილებით მიესაჯა შრომა-გასწორების ბანაკში გადასახლება 5 წლით. შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 02/12-1934 წლის დადგენილებით გაათავისუფლეს.
განყოფილება: აჭარის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: დიხამიძე
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1) 1936 წლიდან დაპატიმრების დღემდე 02/07-1937 წ. იყო კ/რ ფაშისტური მეამბოხე ტერორისტული დივერსიული და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანელი მზვერავი; 2) ამზადებდა გერმანელებს შეიარაღებული აჯანყებისთვის, ტერორისტული აქტებისა და დივერსიულ-ძირგამომთხრელი საქმიანობის განსახორციელებლად; 3) 1935 წლიდან 1937 წლის დასაწყისამდე იყო გერმანული დაზვერვის აგენტი და ახორციელებდა დაზვერვით-ჯაშუშურ საქმიანობას; 4) ემზადებოდა ნაგებობში ხანძრის მოწყობისა და დივერსიულ-ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის. ბრალდებულმა ერჰარდ ზაარმა წაყენებული ბრალდებები აღიარა და სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
მუხლი: 58-1-а, 58-2, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 07/02/1937
სხდომის თარიღი: 09/15/1937
დახვრეტის თარიღი: 09/15/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9