მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მჟ მუ მღ მშ მძ მჭ მხ
მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაქ მაღ მაშ მაჩ მაც მაჭ მახ

მაიერი ჰენრიხ მარტინის ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1911 წ.
ეროვნება: გერმანელი
ოჯახური მდგ.: უცოლშვილო
დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, ქ. ხერსონი, უკრაინა
საცხოვრ. ადგილი: ქ. ბათუმი, ბერიას ქ., საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: საშუალო გლეხი
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: მუშაობდა მღებავად სარემონტო სამუშაოებზე ბათუმის პარტსკოლაში.
ნასამართლობა: ადრე არაა ნასამართლევი.
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1935 წელს შევიდა გერმანული დაზვერვის მიერ შექმნილ და გერმანელი აგენტის, ედუარდ გეცფილდის მიერ მართულ კონტრრევოლუციურ ფაშისტურ მეამბოხე-ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციაში. ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდგომ, დაპატიმრებას გადარჩენილი ჰ. მაიერი შევიდა ქ. ბათუმში გერმანული დაზვერვის მიერ შექმნილ და გერმანული დაზვერვის აგენტის ოტო გოტფრიდის ძე ბირკლეს ხელმძღვანელობით მოქმედ კონტრრევოლუციურ, ფაშისტურ მეამბოხე-ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციაში. ატარებდა მუშაობას გერმანელების მოსამზადებლად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისთვის, ასევე კომპარტიის და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის; 1933 წლიდან ჯაშუშური საქმიანობით დაკავშირებული იყო გერმანიის მზვერავ სტერთან და ასრულებდა გერმანული დაზვერვის ჯაშუშურ დავალებებს. რამდენჯერმე დაესწრო ორგანიზაციის არალეგალურ თათბირებს, რომლებიც იმართებოდა ჯაშუშური საქმიანობისთვის გადასახლებამისჯილის ცოლის, საბინა შელის ბინაზე. იყო აჭარის შინსახკომის ინფორმატორი, მაგრამ შინსახკომს დაუმალა ორგანიზაციის არსებობა, რომლის წევრიც თვითონ იყო.
მუხლი: 58-1-ა, 58-2, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 07/07/1937
სხდომის თარიღი: 09/15/1937
დახვრეტის თარიღი: 09/15/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: დაბადების თარიღი სხვადასხვა დოკუმენტებში სხვადასხვაა (1911 და 1916).

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9