ცა ცე ცზ ცი ცკ ცო ცუ ცქ ცხ
ციბ ცივ ციმ ცინ ცირ ცის ციტ ციც ციხ

ცივლინი არკადი გრიგოლის ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1905 წ.
ეროვნება: ებრაელი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ქ. ზაპოროჟიე, უკრაინა
საცხოვრ. ადგილი: ქედის რაიონი, სოფ. მახუნცეთი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი. წარსულში - ტროცკისტი
სამუშაო ადგილი: „აჭჰესის“ მშენებლობის ინჟინერ-ელექტრიკოსი.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ყვირილიანი
მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე. მდივანი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან იყო აჭარის კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული და მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი. იღებდა მითითებებს ტერორის მოწყობის შესახებ. კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას „აჭჰესის“ მშენებლობაზე. საქმე გადაეცეს სამხედრო კოლეგიას.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: შემდგომში სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მიერ 17/09-1937 წელს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.
დაპატიმრების თარიღი: 07/04/1937
სხდომის თარიღი: 08/15/1937
დახვრეტის თარიღი: განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 17/09-1937 წელს.
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 01/11-1962 წლის №4н-1328/62 განჩინებით საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა: კადრის ტროცკისტი 1927 წლიდან. ნათესავებს აცნობეს, რომ მას მიესაჯა გადასახლება შრომა-გასწორების ბანაკებში 10 წლით და გარდაიცვალა 17/09-1942 წელს გულის მანკით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ბათუმის რაიონულ მმაჩის ბიუროში 25/01-1963 წელს.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9