მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მანავი


(ქც 4: 528,20,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 528,20,21; 529,7; 542,8; 546,8; 612,26; 614,1,31), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 132; საქ. სიძ. 1920: 476; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 134; 1953:60; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955:46; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 532; 1972: 461, 515; 1974: 198; 1981: 331, 334; 1985: 869; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 48, 91), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 52), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 373), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 182), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 43), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 131), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 82, 86), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 19, 41, 43, 261).

ვახუშტი ბაგრატიონი მანავის შესახებ გადმოგვცემს: „დამპალას აღმოსავლით-ჩრდილოთ არს, ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაცა აღაშენა სასახლე იმამყულიხან. მთის ძირად არს ძუელადი ციხე და აწ შემუსვრილი“ (ქც 4: 528,19-21).

მდებარეობს საგარეჯოს მუნიც-ში, საგარეჯოდან 15 კმ-ის დაშორებით, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთი კალთის ძირას, დღევანდელი სოფ. მანავის ადგილზე.

მეფე დავით II-ს (იმამ-ყულიხანს) (1709-1722) მანავში აუგია სასახლე (ქც 4: 528,19-21, 612,26). ბოდბეს მჯდარ ქიზიყის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა სადროშო ქიზიყიდან კონდოლამდე და მანავამდე (ქც 4: 542,8). 1712 წ. კახეთის მეფის ერეკლე I-ის (1688-1703) ვაჟმა თეიმურაზმა (შემდგომში თეიმურაზ II-მ, 1744-1762) ცოლად შეირთო ვახტანგ VI-ის ქალიშვილი თამარი. ქორწილი მანავში გადაუხდიათ (ქც 4: 614,1). თეიმურაზს თელავისა და მაღაროს გარდა რეზიდენცია მანავშიც ჰქონია (ქც 4: 614,32). აჯი-ჩალაბთან გამართული ბრძოლის შემდეგ, ერეკლე II-ს მანავთან ლეკები დაუმარცხებია (ორბელიანი 1981: 182). ერეკლე II-ის დროს მანავ-საგარეჯოს მიდამოები ქართველთა ჯარის შეყრის ადგილი ყოფილა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 532). 1812 წ. კახეთის აჯანყების დროს რუსებისა და ქართველების რაზმმა აჯანყებულები მანავთან დაამარცხა (ბაგრატიონი 1983: 86).

მანავის ციხე დგას მაღალ მთაზე. ის ორი ნაწილისაგან შედგება. შიდა ციხეს აღმოსავლეთიდან ეკვრის რიყის ქვით კირხსნარზე ნაგები კოშკებიანი გალავანი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენებს შეიცავს. ზღუდის კედელს აქვს ნახევარწრიული, ზემოთ დავიწროებული კონტრფორსები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ზღუდის კედელზე შეიმჩნევა მოგვიანო აღდგენის კვალი. ციხეზე შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათა ნაშთები და სამი ეკლესია (ჩუბინაშვილი 1959: 524).

2007 წ. მანავის ციხის გაწმენდითი სამუშაოების დროს (ხელმძღ. ელ. ღლიღვაშვილი) ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის მრავალრიცხოვანი ნატეხები. მათ შორის გვხვდება სხვადასხვა ფორმა-ზომისა და დანიშნულების სადა და მოჭიქული კერამიკის ნიმუშები.

ციხის ქვემოთ ღვთისმშობლის მცირე ზომის ეკლესიაა. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვებით. ეკლესია შიდა სივრცის მიხედვით დარბაზული ტიპისაა, რომელზეც აგურის გუმბათი გაუმართავთ. ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე მარმარილოს ქვაზე მხედრული წარწერაა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებია 1794 წ. დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ევთიმს (ბარნაველი 1962: 111, 112).
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 373; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 131; ბაგრატიონი დავით 1941: 43; ბაგრატიონი 1983: 82, 86; ბაგრატიონი 1986: 66; ბარნაველი 1962: 111, 112; გიულდენშტედტი 1962: 19, 41, 43, 261; გორგიჯანიძე 1926: 52; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 134; 1953: 60; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 546; ორბელიანი 1981: 182; საქ. არქ. 1992: 209; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 48, 91; საქ. სიძ. 1920: 476; ქართლ-კახეთის ... 1903: 132; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 532; 1972: 461, 515; 1974: 198; 1981: 331, 334; 1985: 869; ქც 4: 528,20,21; 529,7; 542,8; 546,8; 612,26; 614,1,31; ჩუბინაშვილი 1959: 523, 524.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9