კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კარწახი

სოფელი (ქც 4: 719,28).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 719,28), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 519,24), „მესხური მატიანე“ (მესხური მატიანე 1961: 44).

მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, საქართველო-თურქეთის თანამედროვე საზღვრის პირას, ხოზაფინის (კარწახის) ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე სოფ. დიდი კარწახის ტერიტორიაზე.

1576 წ. 19 ივლისს ყვარყვარე ათაბაგი თავისი ჯარით კარწახს დაბანაკებულა (ქც 4: 719,28). ამავე საუკუნიდან თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, კარწახი შედის ახალქალაქის ლივაში (ბერძენიშვილი 1985: 113). XIX ს-ის 30-იან წლებში ის კარწახის სანჯაყის ცენტრია (ლომსაძე 1975: 268).

1979 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ქვის ხანის ექსპედიციამ (ხელმძღ. მ.გაბუნია) დაზვერა სოფელი დიდი კარწახი და მისი მიდამოები, სადაც აღმოჩნდა გვიანბრინჯაოსა და შუა საუკუნეების ნამოსახლარები (გაბუნია, კალანდაძე ... 1982: 23, 24).

კარწახის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე რამდენიმე ნასოფლარია, სადაც ადრე შუა საუკუნეების ეკლესიები და ქვაჯვრებია დადასტურებული. სოფ. დიდი კარწახის მაღალ მთაზე მშრალი წყობით ნაგები ციხე-გალავანია (30X50 მ), რომელიც ბუნებრივი ლოდოვანის ათვისებითაა შექმნილი. ციხე კონტროლს უწევდა ტაო-კლარჯეთიდან თრიალეთისაკენ მიმავალ გზას (ბერძენიშვილი 1985: 85).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1985: 85; გაბუნია, კალანდაძე ... 1982: 23, 24; ლომსაძე 1975: 268; მესხური მატიანე 1961: 44; ქც 2: 519,24; ქც 4: 719,28.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9