ყა ყვ ყი ყო ყუ
ყამ ყან ყარ ყაყ

ყამსას ციხე


(ქც 4: 756,22). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 756,22).

ვახუშტი ბაგრატიონი ყამსას ციხის შესახებ აღნიშნავს: „ზუსა გამოსდის გარჯილას მთასა და დის ყამსას ციხემდე ჩდილოდამ სამხრით, და ყამსას ციხიდამ აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა და მიერთვის ბუჯას. ამ ციხეს ზეით, ზუსას მდინარის დასავლეთით, არს ჩიხორი, ქალაქი მცირე“ (ქც 4: 756,21-25).

მდებარეობს თერჯოლის მუნიც-ში. 1923 წ. საქარველოს ისტორიულ რუკაზე აღნიშნულია სოფ. ტელეფასა და საზანოს შორის (საქ. ისტ. რუკა 1923).

ყამსას ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 4: 756,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9