ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზუგ ზუფ

ზუფუ


(ქც 4: 784,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 784,14,16; 851,22), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 193, 194), „იმერეთის ქრონიკები“ (ქრონიკები 1967: 642), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 85, 87).

ვახუშტი ბაგრატიონი ზუფუს შესახებ გადმოგვცემს: „ანაკოფიის დასავლით დის აღაცოს წყლი ... აღაცოს წყლის დასავლით დის ზუფუს მდინარე ... არს ზუფუ მცირე ქალაქისაებრი, სახლი და საყოფელი შარვაშიძისა“ (ქც 4: 784,11-15).

მდებარეობს გუდაუთის მუნიც-ში, გუდაუთიდან 4 კმ-ის დაშორებით, ახლანდელი სოფ. ლიხნის ტერიტორიაზე (ძიძარია 1986: 9).

ზუფუ წერილობით წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: „ლიხნი“ (ქრონიკები 1967: 642), სოუკ-სუ (გამბა 1987: 85). XVII-XVIII სს-ში აფხაზი მთავრების რეზიდენციას წარმოადგენდა (ანჩაბაძე 1959: 289).

ლიხნში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია 1975-1976 წწ. (ხელმძღ. ლ. შერვაშიძე), 1977 წ. (ხელმძღ. გ. შამბა), 1978 წ. (ხელმძღ. ი. ცვინარია), 1981-1984 წწ. (ხელმძღ. ლ. ხრუშკოვა).

დაფიქსირებულია გვიანაშელური სადგომისა და ადრეელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთები (ზამიატნინი 1961: 94). არქეოლოგიურად შესწავლილია ლიხნის სასახლის კომპლექსი და მისი მიდამოები. ორსართულიანი სასახლე (28,35X31,1 მ) მდებარეობს სოფლის შუაგულში. პირველი სართულის ძირითადი ნაწილი ეკავა საზეიმო დარბაზს, მეორე სართული საცხოვრებელ ოთახებს (ხრუშკოვა 1987: 102). ნაგებია თლილი რიყის ქვებით კირხსნარზე. სასახლის აშენების თარიღის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია: IX-X სს (ხრუშკოვა 1987: 101), X-XI სს (გინკი, ტომპოსი 1978: 52, 53), XVI-XVII სს (ვორონოვი 1978: 68), XIX ს (ფაჩულია 1958: 107). სასახლის კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩნდა: IX-X სს-ის სფეროსებრი პითოსების, ოვალური ფორმის ყურიანი დოქების, სქელკედლიანი ჯამების, კრამიტების ფრაგმენტები; XVI-XVII სს-ის მოჭიქული კერამიკის, სარკმლის მინის, ფაიანსისა და მინის ჭურჭლის ნატეხები; XVII ს-ის 14 პითოსი (ხრუშკოვა 1987: 103). მასალა ინახება სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.

1952 წ. სოფ. ლიხნში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. XVII-XIV სს-ის ბრინჯაოს ცულების განძი, რომელიც 35 ეგზემპლარისაგან შედგება (თრაფში 1970: 174-183; ქორიძე 1965: 103).

1983 წ. ლიხნის სასახლის კომპლექსის პირველი ნახანძრალი ფენის ქვეშ აღმოჩნდა განძით სავსე დოქი. განძი შედგება შემდეგი ნივთებისაგან: სარდიონის მძივები, ვერცხლის ბეჭედი, ბიზანტიური ოქროს მონეტები (27 ც) დუკების დინასტიის იმპერატორთა სახელზე მოჭრილი (XI ს-ის მესამე მეოთხედი); ვერცხლის მონეტა კონსტანტინე მონომახისა (XI ს-ის შუა ხანები); ვერცხლის 43 მონეტა ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ისა (ხრუშკოვა 1987: 103). ორივე განძი ინახება სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.

ციხესიმაგრე აბაათა მდებარეობს ლიხნში, მდ. ხიფსტას მარცხენა ნაპირზე. ნანგრევებია შემორჩენილი. ციხის სიგრძე 190 მ, სიგანე 110 მ. კედლის სისქე 3 მ. ნაგებია რიყის ქვითა და უხეშად თლილი კვადრებით, კირხსნარზე. ციხესიმაგრე ახ. წ. VII ს-ით თარიღდება (შერვაშიძე 1979: 224).

ლიხნის ეკლესია მდებარეობს მდ. ხიფსტას მარცხენა ნაპირზე. ნანგრევებია შემორჩენილი. ნაგებია რიყისა და თლილი ქვებით. დარბაზული ეკლესიის აშენების თარიღის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია: VI ს. (რჩეულიშვილი 1978: 24), VII-VIII სს (შერვაშიძე 1979: 224).

ლიხნის ღვთისმშობლის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს სასახლის კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 150 მ დაშორებით. ნაგებია თლილი ქვებით. დასავლეთის მხრიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე. გუმბათის ყელში რვა სარკმელია (ამირანაშვილი 1971: 245). ინტერიერი მოხატულია სხვადასხვა პერიოდის ფრესკებით (ვორონოვი 1978: 65, 66). ტაძრის კედლებზე შემორჩენილია ქართული და ბერძნული წარწერები. ქართული წარწერების ერთი ნაწილი XI ს-ით თარიღდება, ბერძნული XIX ს-ით (ყაუხჩიშვილი 1951: 8-10).
 
ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1971: 245; ანჩაბაძე 1959: 289; ბურჯანაძე 1959: 193, 194; გამბა 1987: 85, 87; გინკი, ტომპოსი 1978: 52, 53; დიუბუა დე მონპერე 1937: 113, 116, 149; ვორონოვი 1978: 65, 66, 68; ზამიატნინი 1961: 94; თრაფში 1970: 174-183; რჩეულიშვილი 1978: 24; ტოლმაჩევსკაია 1931; ფაჩულია 1958: 107; ქორიძე 1965: 103; ქც 4: 784,14,16; 851,22; ქრონიკები 1967: 642; ყაუხჩიშვილი 1951: 8-10; შერვაშიძე 1979: 224; ძიძარია 1986; ხრუშკოვა 1983: 416; 1986: 409; 1987: 101-103.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9