ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზრა

ზრამაგა

(ზემო), დაბა (ქც 4: 646,18), ზრამაგა (ქვემო) ციხე, დაბა (ქც 4:646,6).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 465,1,9; 491,11; 633,20; 644,24; 645,11,22; 646,6,10,15,18,20; 647,2,13), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 442,28), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 61).

ვახუშტი ბაგრატიონი ზემო ზრამაგას შესახებ აღნიშნავდა: ზრამაგას ხევის „შესართავს ზეით არს ზემო ზრამაგა, დაბა კოშკოვანი და ეკლესია მცირე“ (ქც 4: 646,15,18). „ხოლო ქუემო ზრამაგა არს კასრისა და ჟღელის წყლების შესართავს შუა, და ციხე დიდი, ფრიად მაგარი ... და დაბა კოშკოვანი“ (ქც 4: 646,6).

ლოკალიზდება ჩრდილოეთ კავკასიაში. ისტორიული დვალეთის ნაწილი ამჟამად მოქცეულია ოსეთის (ჩრ. კავკასია) რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
 
ბიბლიოგრაფია: გამრეკელი 1961: 85; გიულდენშტედტი 1964: 61; ქც 2: 442,28; ქც 4: 465,1,9; 491,11; 633,20; 644,24; 645,11,22; 646,6,10,15,18,20; 647,2,13.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9