ვა ვე
ველ ვერ ვეჭ ვეჯ

ველი


(ქც 4: 720,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 720,21), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 520,2, 522,6), „მესხური დავითნის ქრონიკა“ (სამი ისტ. ქრ. 1890: 93), მესხური მატიანე (სამხ. საქ. ისტ. 1961: 46, 47, 163, 169), მესხურ-იმერული დღიური (საქ. ისტ. ქრ. 1980: 278), იოანე ხუცესის წერილები (ახალციხური ქრონიკები 1979: 156-159, 165, 166, 180, 183), თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის (თურქული წყაროები ... 1983: 11), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 464), იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ (ფეჩევი 1964: 39, 112), „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი“ (ჩილდირის ... 1979: 134).

ლოკალიზდება ჩილდირის ტბის მახლობლად, დიდი არტაანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს, თანამედროვე სოფ. ველის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში (ლომსაძე 1968: 204).

XVI ს-ში ველი სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვანი პუნქტია. 1578 წ. ოსმალთა ხელში გადადის (ლომსაძე 1968: 204). 1595 წ. ველი არტაანის ლივაშია (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 319). XVIII ს-ში ველში ახალციხის საფაშოს იმერხევის სანჯაყის ბეგი იჯდა (ლომსაძე 1975: 255). 1829 წ. ველის მცხოვრებნი ახალციხის გარშემო სოფლებში გადმოსახლდნენ (თამარაშვილი 1902: 476, 479; ლომსაძე 1968: 208).

არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ველის დასავლეთით შემორჩენილია ეკლესია და ციხესიმაგრე. ეკლესია (10,5X7,2 მ) მდებარეობს ციხესიმაგრის შიგნით ისე, რომ მისი ჩრდილოეთი კედელი ციხის კედელზეა მიბჯენილი. ნაგებია თლილი ქვით. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის კედელზე ორი დაზიანებული ხუცური წარწერაა. ერთში მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი „გვარამი“. სამხრეთი კედლის კარის თავზე არსებული წარწერა არ იკითხება. ეკლესიიდან ჩამოვარდნილ რვაკუთხიან ქვაზე ხუცური წარწერაა: „მე გვარამ ავმართე წმიდა იოვანე ქორონიკონსა როდ (954 წ.) თვესა მაისსა კურაპალატის ასული ქრისტე ადიდე გვარამ შეიწყალე“. ეკლესია თარიღდება X ს-ის მეორე ნახევრით (თაყაიშვილი 1909: 70, 72).

ველის დასავლეთით, მდ. მტკვრის ნაპირზე მდებარეობს ველის ციხე, რომელიც დაზიანებულია. შემორჩენილია ციხის რვა კოშკი (თაყაიშვილი 1909: 70-72).
 
ბიბლიოგრაფია: ახალციხური ქრონიკები 1979: 156-159, 165, 166, 180, 183; ბაგრატიონი 1885: 131; ბერძენიშვილი 1985: 12, 33, 112; გვარამაძე 1953: 176; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 464; 1958: 319; თამარაშვილი 1902: 476-479; თაყაიშვილი 1909: 70-72; თურქული წყაროები ... 1983: 11; ლომსაძე 1968: 204-208; 1975: 363; მამისთვალიშვილი 1981: 174, 175; სამი ისტ. ქრ. 1890: 93; სამხ. საქ. ისტ. 1961: 46, 47, 163, 168; ფეჩევი 1964: 39, 112; ქც 2: 520,2; 522,6; ქც 4:720,21; ჩილდირის ... 1979: 134.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9