აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ანა ანჩ

ანაკერტი

დაბა (ქც 4: 118,9; 678,4,5,7,11; 679,16).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:118,9; 678,4,5,7,11,), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 216,15), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941:58).

ლოკალიზებულია კლარჯეთში, ძველ ქართულ პროვინციაში (ამჟამად თურქეთის საზღვრებშია), მდებარეობს მდ. ჭოროხის აღმოსავლეთ შენაკადთან – ანაკერტის ხევში, აჭარის მთის კალთაზე არსებულ დაბასთან.

ანაკერტი პირველად იხსენიება V ს-ის ამბებთან, კერძოდ, ქართლის პიტიახშის – ვარსქენის სიკვდილით დასჯის ეპიზოდში (ქც 1: 216,15).

ანაკერტი – როგორც „დაბა დიდი და კარგი“ V საუკუნეშივე არსებულა. ანაკერტთან, ქართლის მეფე ბაკურ III ხოსროიანი (ფარსმან VI-ის ძე) თავს დასხმია ვარსქენ პიტიახშს. მეფე ბაკურმა შეიპყრო პიტიახში და სიკვდილით დასაჯა (ქც 1: 216,15; ქც 4: 118,9).

XVI ს-ში ანაკერტი, მთელ მხარესთან (კლარჯეთსა და ტაოსთან) ერთად, ოსმალეთმა დაიპყრო. ამიერიდან ის ფანაკის ლივაში შევიდა.

ანაკერტი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 58; ქც 1: 216,15; ქც 4: 118,9; 678,4,5,7,11; 679,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9