აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
აგა

აგარა

  1. (ქც 4: 662,27). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 662,27).

    მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, ახალციხიდან სამხრეთით, 17 კმ-ის დაშორებით, მდ. წინუბნისა და მტკვრის შესართავთან, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი სოფელ აგარის ტერიტორიაზე.

    აგარა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ქც 4: 662,27.
  2. აგარათა (ქც 4: 170,4, 182,2).
    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 151,22; 170,4,10; 182,2; 191,21), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 312,13; 313,4), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 331,15; 335,2), ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1: 369,22, 370,31), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 19,5,18; 51,10; 54,5; 64,9; 77,19), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 144,23), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46).

    ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული აგარა, აგარანი, აგარათა ციხე ლოკალიზდება გარდაბნის მუნიც-ში. მდებარეობს სოფ. კოჯრის მახლობლად, კოჯრის ციხის ტერიტორიაზე (ბერძენიშვილი 1964: 317). აგარა არის „სადგური საზაფხულო“ (ორბელიანი 1965: 42). ამ მნიშვნელობით აგარა მოხსენიებულია მრავალ ისტორიულ საბუთში (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 21; 1970: 22).
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 46; ბერძენიშვილი 1964: 317; ორბელიანი 1965: 42; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 21; 1970: 22; ქც 1:312,13; 313,4; 331,15; 335,2; 369,22; 370,31; ქც 2:19,5,18; 51,10; 54,5; 64,9; 77,19; 144,23; ქც 4:151,22; 170,4,10; 182,2; 191,21.

    იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9