ჯა ჯი ჯო ჯუ
ჯუა ჯუმ

ჯუარის ციხე

(ქც 4: 132,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 132,7; 146,3; 663,8; 724,5; 754,24; 883,9), მატიანე ქართლისა (ქც 1: 261,10; 228,2) ჟამთააღმწერელი (ქც 2: 242,9), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 174).

ჯვარის ციხეს ვახუშტი ბაგრატიონი სამ მხარეში ასახელებს: სამცხეში – წნისის „ხევის სათავეს მთასა შინა არს ჭვინტის დასავლეთად ჯუარის ციხე, მაგარი და დიდშენი“ (ქც 4: 663,8). იმერეთში – „კუალად ყურსებსვე მოერთვის წყალწითელას ოჯოლას ხევი ... ამის სათავის ზეით არს ჯუარისა ციხე. არა მტკიცე“ (ქც 4: 754,22-24). კახეთში – „იბირნა მეფემან ბაგრატ მთავარი მარილელი სიძე კვირიკესი აშოტ, და ხახულ-გურთა ჯუარის ციხისა ... ემტერა კახეთს“ (ქც 4: 146,2,3).

ჯუარის ციხე, ციხე ჯვარის სახელით ლოკალიზდება სამცხეში. 1923 წ. რუკაზე აღნიშნულია თორის სამხრეთით (საქ. ისტ. რუკა 1923). იმერეთში (ოკრიბას) ჯუარის ციხეს ვარაუდობენ ტყიბულის მუნიც-ის სოფ. ჯვარისას ტერიტორიაზე (საქ. ისტ. რუკა 1923). ჯუარის ციხე ლოკალიზდება კახეთშიც (ყვარელთან ახლოს). ის წარმოადგენდა ხახულ-გულთა ფეოდალური საგვარეულოს რეზიდენციას და კონტროლს უწევდა ყვარელზე გამავალ გზას (ქც 4: 146,3; მუსხელიშვილი 1980:93). დღეისათვის იქ ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

სამცხის ჯუარის ციხე მოხსენიებულია IX ს-ის 80-იანი წლებიდან. ბაგრატ აფხაზთა მეფემ თავის ცოლისძმას ნარსეს მისცა ლაშქარი, რომელიც გადავიდა სამცხეს და დაიპყრო ციხეები: ოძრხე, ლომსიანთა და ჯუარის ციხე (ქც 1: 261,10; ქც 4: 132,7). XIII ს-ში მონღოლთა ყაენის გამოგზავნილი არღუნი სამცხის ჯუარის ციხეს მოადგა, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო (ქც 2: 242,9). 1785 წ. სამცხის ჯუარის ციხე გოგოლაშვილმა ფაშას გადასცა (ქც 4: 724,5).

იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ემ (1720-1752) და ბეჟან დადიანმა 1724 წ. ალყა შემოარტყეს ოკრიბას ჯუარის ციხეს, რომელიც ერისთავის ძმას, გედევან გენათელს ებყრა (ქც 4: 883,9; დადიანი 1962: 174).

ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ჯუარის ციხეები არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: დადიანი 1962: 174; მუსხელიშვილი 1980: 93-109; ქც 1: 261,10; 228,2; ქც 2: 242,9; ქც 4: 132,7; 146,3; 663,8; 724,5; 754,24; 883,9.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9