ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხიდ ხილ ხიმ ხირ

ხიდისკარი

ციხე (ქც 4: 765,3).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 765,3), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 183,11), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში’ (გიულდენშტედტი 1962: 115, 293).

ვახუშტი ბაგრატიონი ხიდისკარის შესახებ გადმოგვცემს: „კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ-ხიმშს ზეით მოვიწროვდების რიონი სამხრიდამ და ჩდილოდამ კლდითა. მუნ ძეს ხიდი რიონზედ. ხიდისთავს, კლდის ძირში, არს რიონის ჩდილოთ კიდესა ზედა, ციხე და უწოდებენ ხიდისკარს“ (ქც 4: 765,3).

ხიდისკარის ციხე და ხიდი ლოკალიზდება ამბროლაურის მუნიც-ში, მდ. რიონზე, თანამედროვე სოფ. ხიმშსა და მდ. ლუხუნისწყლის შესართავს შორის (ბერაძე 1983: 7, 37; კვეზერელი-კოპაძე 1972: 87-89).

ხიდისკარის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 7, 37; გიულდენშტედტი 1962: 115, 293; დადიანი 1962: 183,11; კვეზერელი-კოპაძე 1972: 87-89; ქც 4: 765,3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9