ჭა ჭე ჭვ ჭი ჭო ჭყ
ჭან ჭაპ ჭაქ

ჭანდარი

(ქც 4: 387,30). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 387,30), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 344,8; 484,14), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 713), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 84, 123, 357, 416; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 52, 343; მასალანი საქ. სტატ. 1907: 121, 126, 382; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 21).

მდებარეობს მარნეულის მუნიც-ში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს, მარნეულის ჩრდილოეთით ებმის რაიონულ ცენტრს.

1488 წ. ქართველებმა დაამარცხეს ჭანდართან მდგომი თათრები (ქც 4: 387,30). ჭანდარს ამჟამად ჯანდარის სახელით მოიხსენიებენ.

ჯანდარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1979 წ. ჯანდარში შემთხვევით აღმოჩნდა 10 ვერცხლის მონეტა. 3 მოჭრილია თბილისში ოლჯაითუ სულთანის სახელზე. მათგან 2 მოჭრილია 1311/12 და 1314/15 წლებში. 7 დირჰემი აბუ-საიდ ილხანს ეკუთვნოდა. აქედან 2 მონეტა თბილისშია მოჭრილი 1326/27 წელს. ორზე ზარაფხანის სახელი გადაშლილია. 1 მოჭრილია 1323/24 წელს სულთანიეში (ღვაბერიძე 1986: 69). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ჭანდრის გარდა, ამავე სახელწოდების სოფელი ცნობილია ახალგორის მუნიც-ში. მდებარეობს ახალგორიდან 18 კმ-ის დაშორებით, ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. ჭანდარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1981: 103; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 52, 343; ლორთქიფანიძე 1935: 375; მასალანი საქ. სტატ. 1907: 121, 126, 382; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 266; საქ. სიძ. 1920: 84, 123, 357, 416; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 713; 1981: 21; ქც 2: 344,8; 484,14; ქც 4: 387,30; ღვაბერიძე 1986: 69; ხარაძე 1991: 93.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9