![]() |
![]() | |
(ქც 4: 320,22,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 320,22,23; 321,1; 764,10; 869,15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 56), XV ს-ის ისტორიული საბუთი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 241).
ვახუშტი ბაგრატიონი შაორს ასახელებს თრიალეთსა და რაჭაში (ქც 4: 320,22,23; 321,1; 764,10). „შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი“ (ქც 4: 320,23,24); „კუალად არს შავნაბადი შაორსა და თავკუეთილს შუა“ (ქც 4: 321,1).
თრიალეთის შაორი მდებარეობს ფარავრის ტბის ჩრდილო-დასავლეთითა და ბარძიმის ჩრდილო-აღმოსვლეთით (ლორთქიფანიძე 1935: 364). 1721 წ. აღწერით, ის ნასოფლარია (ლორთქიფანიძე 1938: 128). იოანე ბაგრატიონი შაორს ბოლნისის ხეობის სოფლებს შორის ასახელებს (ბაგრატიონი 1986: 56).
რაჭაში აგარის ხევის „შესართავს ზეით არს შაორი. აქა ყოფილა საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა, ადგილის შუენიერობისათვის, კეთილ-აგარაკოვანი“ (ქც 4: 764,9-12). მდებარეობდა ამბროლაურის მუნიც-ში, სოფ. ონჭიორსა და პატარა ონს შორის. 1709 წ. იმერეთის მეფე გიორგი VI (1703-1711) წავიდა რაჭას და დადგა შაორს (ქც 4: 869,15). დღეისათვის სოფელი აღარ არსებობს.
თრიალეთისა და რაჭის შაორი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |