ყა ყვ ყი ყო ყუ
ყუე

ყუელი 

ციხე (ქც 4: 133,12,15; 154,12; 665,18,19; 668,3; 679,5; 721,3,6).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 133,12,15; 154,12; 665,18,19; 668,3; 679,5; 721,3,6), მატიანე ქართლისა (ქც 1: 263,16; 305,7; 306,10; 310,21), „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ (ქც 1: 319,3), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 260,18,19), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 520,19,20; 521,2,4), „მესხური მატიანე“ (სამხ. საქ. ისტ. 1961: 46, 47, 161), მესხური დავითნის ქრონიკა (სამი ისტ. ქრ. 1980: 95, 96), „მარტვილობაი გობრონისი“ (მარტვილობაი გობრონისი 1963: 172, 176, 180), „ცხოვრება სერაპიონისი“ (ცხოვრება სერაპიონისი 1963: 338), „საქართველოს ცხოვრება“ (ცხოვრება ... 1980: 48, 49), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 82), კონსტანტინე პორფიროგენეტის „სკვითების ქვეყნის გეოგრაფიული აღწერა“ (პორფიროგენეტი 1952: 276), მისივე „ბიზანტიის სამეფო კარის ცერემონიებზე“ (პორფიროგენეტი 1952: 291), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 22, 432, 440, 441, 447, 448), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 151, 174).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „წურწყუმს ზეით, ჯაყის წყალზედ, არს ყუელის ციხე, მრავალჯერ შემუსრვილი და აწ ოხერი“ (ქც 4: 665,17-19).

ლოკალიზდება ისტორიულ სამცხეში. მდებარეობს მდ. ფოცხოვისწყლის ხეობაში, თანამედროვე ყალა ბოინის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში (ბერძენიშვილი 1985: 91; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 440, 447). წყაროებში იხსენიება „კველის ციხედ“, „ყუელის ციხედ“, ან „ტეროკასტრონის“ სახელით (პორფიროგენეტი 1952: 276).

IX ს-ის ბოლოსა და X ს-ის პირველ ნახევარში ყველის ციხეს გურგენ დიდი ერისთავთ-ერისთავი ფლობდა (ცისკარიშვილი 1958: 48). ყველის ციხეზე გადიოდა ახალციხე-არტაანის გზის ერთი შტო, რომელიც იმერხევის ხეობაში შედიოდა (ბერძენიშვილი 1966: 92). X ს-ში ყველის ციხე არაბებმა აიღეს (ბერძენიშვილი 1985: 90). 1074 წ. ციხესთან მოხდა ბრძოლა გიორგი II-ესა (1072-1089) და თურქებს შორის (ჯავახიშვილი 1983: 160). XVII ს-ში ყველის ციხე მიტოვებულია (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 441).

ციხე მდებარეობს მდ. ფოცხოვისა და ჯაყის წყლის შესართავთან. ის დაზიანებულია. ციხის ტერიტორიაზე ნაპოვნია ქვის რვაწახნაგოვანი სტელა (სიმაღლე 170 სმ, დმ ქვედა ნაწილში 45 სმ, ზედა ნაწილში 36 სმ). სვეტის ორ წახნაგზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერები. პირველი წარწერა ხუთსტრიქონიანია: „საყდარი იოვანე ერისთავისა. სახელითა ღმრთისაითა იოვანე ერისთავისა ესე ჯუარი ჩვენ ყვავას ძეთა ავჰმართეთ“. თარიღდება IX ს-ით. სტელა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ქართ. წარწ. კორ. 1980: 134, 135).

ყველის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

 
ბიბლიოგრაფია: აბუსერისძე ტბელი 1941: 19; ბაგრატიონი 1986: 82; ბერძენიშვილი 1975: 102-104; 1985: 40, 90-92, 101; ბერძენიშვილი 1966: 90, 92, 94, 95, 98, 103, 105, 107, 108, 117; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 22, 432, 440, 441, 447, 448; მაკალათია 1938: 29, 33; მარტვილობაი გობრონისი 1963: 172, 176, 180; პორფიროგენეტი 1952: 276, 291, 301; სამი ისტ. ქრ. 1890: 95, 96; სამხ. საქ. ისტ. 1961: 46, 47, 61; ქართ. წარწ. კორ. 1980: 134-136; ქც 1: 263,16; 305,7; 306,10; 310,21; 319,3; ქც 2: 260,18,19; 520,19,20; 521,2,4; ქც 4: 133,12,15; 154,12; 665,18,19; 668,3; 679,5; 721,3,6; ჩილდირის ... 1979: 124, 151, 174; ცისკარიშვილი 1959: 8, 9, 48, 49, 74; ცხოვრება ... 1980: 48, 49; ცხოვრება სერაპიონისი 1963: 319-347; ჯავახიშვილი 1983: 55, 59, 114, 150, 151, 160, 161; ჯანაშვილი 1915: 17.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9