ფა ფი ფო ფც
ფცა

ფცა 

დაბა (ქც 4: 376,13; 448,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 376,13; 448,1), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 437,16), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწრა“ (ბაგრატიონი 1986: 43), XVII-XVIII სს-ის ქართული ისტორიული საბუთები (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 54, 55; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 142, 213, 282; 1953: 107; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 309; 1974: 101; 1977: 23, 29, 96; 1981: 425; 1985: 372, 497, 498, 610; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 71, 138, 162, 375; საქ. სიძ. 1910: 173-175, 177, 179; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 167, 169, 171, 173; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 211; ქართულ-სპარსული ... 1984: 45, 47).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ფცისა და დვანის წყალს ჰყოფს მთა ლებეური, რომელი ასტყდების დაბის ფციდამ და მდებარებს ხტანამდე სამხრიდამ ჩდილოთ“ (ქც 4: 376,12-14).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. ფცის ფრონეს მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ფცის ტერიტორიაზე.

XVII ს-ში შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 54, 55). ეკლესიურად ემორჩილებოდა რუისის საეპისკოპოსოს (გვასალია 1989: 35). 1797 წ. ფცა შანშე ამილახვარს ამირეჯიბისაგან უყიდია (საქ. სიძ. 1910: 173-180; გვასალია 1989: 19). ლეკთა შემოსევების გამო მოსახლეობა ფციდან გახიზნულა და მოგვიანებით იქ დასახლებულა იმერეთიდან ჩამოსული მოსახლეობა (მაკალათია 1963: 44). წყაროებში მოიხსენიება „ფრცის“ სახელითაც (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 211; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 425).

ფცა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ფცის საშუალო სკოლის მშენებლობისას შემთხვევით აღმოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების რიყის ქვით ნაგები შენობის საძირკველი, წყალსადენის თიხის მილები, წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და ქვევრების ფრაგმენტები (სძა 1990: 403).

ფცის ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია და კოშკი. ღვთისმშობლის XVIII-XIX სს-ის დარბაზული (6X10 მ) ეკლესია დგას სოფლის ქვედა უბანში. ნაგებია ქვიშაქვით. გადაკეთებულია. ჰქონია ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან და სარკმლები აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებზე. წმინდა ნიკოლოზის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (9,2X5,8 მ) ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და თითო სარკმელი ოთხივე კედელზე (სძა 1990: 403).

ფცის სამსართულიანი, ცილინდრული კოშკი (დმ 10,2 მ) დგას სოფლის ცენტრში, მდ. ფრონეს მარცხენა ნაპირზე. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე – საცხოვრებელი და თავდაცვითია. აქვს ორი სარკმელი, ბუხარი და სათოფურები. კარის თავზე ჯვრის გამოსახულებაა. კოშკს ჰქონია ხის გადახურვა. თარიღდება 1799-1800 წწ. (ზაქარაია 1973: 156, 157).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; ბერიძე 1983: 25, 109; ბერძენიშვილი 1966: 31; გვასალია 1989: 18; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 142, 213, 282; 1953: 107; ზაქარაია 1968: 128-130; 1973: 156, 157; მაკალათია 1963: 441; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 71, 138, 162, 375; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 54, 55, 167, 169, 171, 173; სძა 1990: 403; საქ. სიძ. 1910: 173-175, 177, 179; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 309; 1974: 101; 1977: 23, 29, 96; 1981: 425; 1985: 372, 497, 498, 610; ქართულ-სპარსული ... 1984: 45, 47, 68; ქც 2: 437,16; ქც 4: 376,13; 448,1; ხარაძე 1992: 147, 148.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9