ტა ტბ ტე ტი ტო ტრ ტფ ტყ
ტაბ ტაგ ტან ტაშ

ტაშისკარი

ტასისკარი, დაბა (ქც 1: 9,23; ქც 4:50,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 9,23; 10,5,6,სქ.1; 24,20,25,სქ.3), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 203,19; 205,17), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 240,17; 273,19; 292,21; 299,12; 304,8; 312,15), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 50,15; 57,15; 116,3; 229,9; 245,7; 250,1; 333,11; 373,20; 378,8,9; 380,8,12; 382,2,7; 422,24; 472,22; 656,14,15,19; 692,3; 701,13; 857,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 387,16), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1934: 10), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 403; 1972: 241; 1985: 921; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 174; საქ. სიძ. 1909: 36, 340-347), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 271, 272), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 469, 485, 486, 492, 495), ისქანდერ მუნშის „ცნობები საქართველოს შესახებ“ (მუნში 1969: 73), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 189).

ვახუშტი ბაგრატიონი ტაშისკრის შესახებ გადმოგვცემს: „ქვიშხეთის სამხრით არს, მთის ძირს, მტკურის ახლო, დაბა ტაშისკარი“ (ქც 4: 378,7,8). „აქ, მოვიწროებულსა შინა, არს განსავალი კარი და კოში მას ზედა, ქართლიდამ ხეობასა შინა სავალი. ამის მიერ ეწოდა ტაშისკარი“ (ესე არს ქვისკარი) (ქც 4: 380,10-13).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ხაშურიდან 10 კმ-ის დაშორებით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ტაშისკრის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსენიება ლეონტი მროველთან, ქართლოსის მემკვიდრეთა შორის ქვეყნის დანაწილებასთან დაკავშირებით. მცხეთოსის შვილს ოძრხოსს „მისცეს ქვეყანა ტაშისკარიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა“ (ქც 1: 9,23). მეფე ფარნავაზმა (ძვ. წ. III ს) შიდა ქართლის სპასპეტს მისცა „ქვეყანა ტფილისიდან და არაგვიდან ვიდრე ტასისკარამდე და ფარავნამდე“ (ქც 1: 24,24,25). ტაშისკარი იყო საზღვარი შიდა და ზემო ქართლს შორის (ქც 1: 10, სქ. 1, 24, სქ. 3). 1456 წ. უზუნ-ჰასანმა მოაოხრა ქართლი ტაშისკარამდე (ქრონიკები 1897: 271). 1609 წ. ივნისში გიორგი სააკაძემ ოსმალთა და ყირიმელ თათართა მრავალრიცხოვან ჯარს ბრძოლა გაუმართა სხერტის ჭალაში. დამარცხებული მტერი ტაშისკარში დაბანაკდა. ქართველებმა მტერი იქაც დაამარცხეს (ქც 2: 387,16-29). 1723 წ. ქართლი ოსმალებმა დაიპყრეს და ქვეყანა საგამგებლოებად დაყვეს. ერთ-ერთი საგამგებლო იყო მდ. მტკვრის მარჯვენა მხარე – მცხეთიდან ტაშისკარამდე (გვრიტიშვილი 1955: 446). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ტაშისკარი სააბაშოს სოფლების სიაშია (ბაგრატიონი 1986: 45). ტაშისკარში იყო საბაჟო, რომელიც აბაშიძეებმა ბეჟან ნახუცრიშვილს მიაბარეს (საქ. სიძ. 1909: 36; სოსელია 1951: 37-40).

ტაშისკარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ტაშისკარი წარმოადგენდა ბუნებრივ სიმაგრეს, რომელსაც მარცხნიდან იცავდა მაღალი კლდე, მარჯვნივ ჩამოუდის მდ. მტკვარი. შუაში იყო ვიწრო გასასვლელი გზა. კლდეზე მდგარა გზის დამცველი ციხესიმაგრე და მაღალი კოშკი. რკინიგზის გაყვანისას ამ ადგილზე გზა გაფართოვდა, კლდე ჩამოინგრა და ციხესიმაგრეც განადგურდა (მაკალათია 1957: 56).

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძველ სასაფლაოზე დგას XVIII-XIX სს-ის ჩიკორის დარბაზული ეკლესია (7X4,9მ). ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვის კვადრებითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული (სძა 1990: 447, 448).

წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (ტაუსას ეკლესია) (11X6,2 მ), დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, აკვანას სერის ძირში, სასაფლაოზე. აგებულია ძველი სამნავიანი ეკლესიის ადგილზე. ნაშენია ფლეთილი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელები დასავლეთით და სამხრეთითაა (დასავლეთის ამოქოლილია). აფსიდა ნახევარწრიულია. თითო სარკმელია აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის, ორი სამხრეთის კედელში. აფსიდის სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხელის სარკმლის წინ სატრაპეზო ქვაა. აღმოსავლეთის ფასადზე არსებული წარწერით ეკლესია აგებულია 1897 წ. წარწერასთან გამოსახულია ხელის მტევანი (სძა 1990: 448).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1985: 18; გვასალია 1983: 32, 33; გვრიტიშვილი 1955: 129, 441, 446; გიულდენშტედტი 1962: 189; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 469, 485, 486, 492, 495; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 174; მაკალათია 1957: 55-57; მუნში 1969: 73; საქ. ისტ. რუკა 1923; საქ. სიძ. 1909: 36, 340-347; სძა 1990: 447, 448; სოსელია 1951: 37-40; ტფილელი 1934: 9, 10; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 271, 272, 403; 1972: 241; 1985: 921; ქრონიკები 1897: 271; ქც 1: 9,23; 10,5,სქ.1; 24,20,25,სქ.3; 203,19; 205,17; ქც 2: 240,17; 273,19; 292,21; 299,12; 304,8; 312,15; 387,16; ქც 4: 50,15; 57,15; 116,3; 229,9; 245,7; 250,1; 333,11; 373,20; 378,8,9; 380,8,12; 382,2,7; 422,24; 472,22; 656,14,15,19; 692,3; 701,13; 857,10; ჯამბურია 1964: 62-65.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9