სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სადგერი


(ქც 4: 346,18,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 346,18,19; 333,23; 373,21,სქ.5; 380,25,27; 381,2,4,6,10; 382,4; 412,13; 456,27; 722,18), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 525,2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 54), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 134,7), სეხნია ჩხეიძის „საქართველოს ცხოვრება“ (ჩხეიძე 1913: 43), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 181; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 272; 1970: 244, 744, 747, 762; 1972: 239, 240; ქრონიკები 1897: 418; 1967: 88; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 112, 471, 473, 478, 481, 489-491), XVI ს-ის პირველი მეოთხედის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 40).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ჭვარების დასავლით და მძოვრეთის სამხრით არს მდინარე და ხეობა თორისა, რომელი გამოსდის ჭვარებსა და ამას შუათს მთასა და მიდის დასავლით, მერმე მომგრგუალდების ჩდილოთ სადგერს ზეით და მიერთვის მტკუარს სამხრიდამ“ (ქც 4: 346,15-18).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მდინარეების შავიწყლის ანუ ბორჯომულას და გუჯარეთის წყალს შორის, თანამედროვე სოფ. სადგერის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად XV ს-ში იხსენიება (აბულაძე, შარაშიძე 1941: 681-688). XVI-XVII სს-ში სადგერსა და მის ხეობას ფლობდა სამძივართა ფეოდალური სახლი (ბერძენიშვილი 1985: 52). XVIII ს-ში მეფე თეიმურაზ II-მ (1744-1762) ის ავალიშვილებს უბოძა, რომელთაც სადგერი თავიანთ რეზიდენციად გაიხადეს (მაკალათია 1957: 31). სადგერზე გადიოდა ჯავახეთიდან შიდა ქართლში მიმავალი გზა. XVII-XVIII სს-ში იქ არსებობდა საბაჟო (ბერძენიშვილი 1966: 41, 42). სადგერი ეკლესიურად XVI ს-ის დასაწყისში მაწყვერელს ემორჩილებოდა. XVIII ს-ში ურბნელის სამწყსოშია (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 244, 747). ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სადგერი პეტრეს ლივას ქაშვეთის ნაჰიეს ცენტრია (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 489, 490). 1639 წ. ირან-ოსმალეთის ზავის შემდგომ კვლავ ქართლის მეფეს დაემორჩილა (ბერძენიშვილი 1985: 55, 56). 1732 წ. სადგერი ლეკებმა დაარბიეს (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63). XVIII ს-ის მიწურულს ადგილობრივი მოსახლეობა სადგერიდან გაიხიზნა. XIX ს-ში მეფის რუსეთის მთავრობამ იქ უკრაინელები ჩაასახლა (მაკალათია 1957: 31).

სადგერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

XX ს-ის დასაწყისში იქ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად აღმოჩნდა XIV ს-ის სამაროვანი და ნამოსახლარი (ნიორაძე 1944: 182).

სადგერში წმინდა გიორგის XV ს-ის დარბაზული ტიპის უაფსიდო ეკლესიაა. შესასვლელი აქვს დასავლეთით და ჩრილოეთით, თითო სარკმელი – ყველა კედელში. აღმოსავლეთ კედელზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. გადაკეთებულია XVIII ს-ის დასაწყისში (ბაქრაძე 1875: 126; ბერიძე 1955: 196-200; ბერძენიშვილი 1985: 53).

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) დაცულია ჭედური ჯვარი (სიმაღლე 2,3 მ), რომელიც ცნობილია სადგერ-ჩხარის ჯვარის სახელით. რელიგიური სცენების გარდა, ჯვარი შემკულია გვიანი შუა საუკუნეების ისტორიული ხასიათის წარწერებით (თაყაიშვილი 1948: 164-179; ჩხარტიშვილი 1978: 5-29).
 
ბიბლიოგრაფია: აბულაძე, შარაშიძე 1941: 681-688; ბაგრატიონი 1986: 46; ბარნაველი 1959: 40; ბაქრაძე 1875: 126; 1987: 76; ბერიძე 1955: 196-199; ბერძენიშვილი 1985: 12, 16, 27, 28, 34, 35, 53-56, 60, 63, 68; ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 53, 61; ბერძენიშვილი 1966: 41, 42; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 112, 471, 473, 477, 478, 481, 489-491; დადიანი 1962: 134,7; ზაქარაია 1977: 34; თაყაიშვილი 1948: 164-179; თურქული წყაროები ... 1983: 40; მაკალათია 1957: 9, 12, 26, 31; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 181; ნიორაძე 1944: 182; პრივალოვა 1987: 48, 53; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63; ქრონკები 1897: 53, 418; 1967: 87, 88; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 272; 1970: 244, 744, 747, 762; 1972: 239, 240; ქც 2: 525,2; ქც 4: 346,18,19; 333,23; 373,21,სქ.5; 380,25,27; 381,2,4,6,10; 382,4; 412,13; 456,27; 722,18; ჩხარტიშვილი 1978: 5-29; ჩხეიძე 1913: 43, 48; ჩიქოვანი 1987: 9; ცხოვრება ... 1980: 54; ხუჯაძე 1969: 11, 62.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9