სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

სამგორი


(ქც 4: 333,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 333,14; 524,3; 528,6; 538,16,17,20; 561,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 349,5,11), არჩილ მეფის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 395): XV, XVI, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 412; საქ. სიძ. 1910: 511; 1920: 8; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 183; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 198, 371, 385; 1970: 190; 1985: 428; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 51, 120, 134), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 52), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 101), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 263, 269), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 79), ბესარიონ ორბელიშვილის „ღუაწლი რაჟდენისი“ (ორბელიშვილი 1989: 79).

ლოკალიზდება ივრის ზეგანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს მტკვარსა და იორს შორის. მოიცავს ლოჭინისა და გლდანის ხევის აუზებს.

წყაროებში სამგორი პირველად იხსენიება 1447 წ. ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების გუჯარში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 190). 1579 წ. ალექსანდრე კახთა მეფემ სვეტიცხოველს განუახლა სამგორის შეწირულობის სიგელი (საქ. სიძ. 1920: 8). 1720 წ. სამგორს მოსული ლეკები დაამარცხა თეიმურაზ ბატონიშვილმა (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 51). 1722 წ. საბუთით სამგორის მიდამოები რუსთაველი ეპისკოპოსის კუთვნილებაა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 385). 1765 და 1773 წწ. ერეკლე II-მ სამგორთან დაამარცხა ლეკები (ხერხეულიძე 1913: 263, 269).

1948-1951 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის სამგორის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ნიორაძე) სამგორის ველზე შეისწავლა ადრე ბრინჯაოს ხანის ერთი ყორღანი.

სამგორის ველზე, დაახლოებით ერთ ხაზზე განლაგებულია სამი ყორღანი. გათხრილი ყორღანის დმ 51 მ-ია. ზემოდან ყორღანის ყრილი მიწისა იყო. მის ქვეშ გამოვლინდა რიყის ქვის ნაყარი. ყორღანის ცენტრში, ყრილის ქვეშ აღმოჩნდა სწორკუთხა გეგმის მქონე, ხის ძელებით ნაგები ორმაგკედლიანი შენობა. კედლებს შორის არსებული სივრცე ამოვსებული იყო ღორღითა და მიწით. შენობის მორებს ბოლოებზე ჭდეები ჰქონდათ და ერთმანეთზე გადაბმული იყვნენ ნახევარი ხით. შენობას გარს უვლიდა რამდენიმე წყება წრისებურად განლაგებული მსხვილი ხის მორები. შენობის იატაკზე აღმოჩნდა თიხის შავპრიალა ჭურჭლის ნატეხები, სპილენძის ბრტყელი სატევრისპირი, ქვის ცული, ცხვრის კოჭის ძვლები. იატაკის ზედა ფენის აღების შემდეგ შენობაში გამოვლინდა ორმოში საგანგებოდ ჩადგმული თიხის ჭურჭელი. მასში აღმოჩნდა ფერფლის კვალი. შესაძლოა, აქ მიცვალებულის კრემაციასთან გვქონდეს საქმე. ყორღანი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით (საქ. არქ. 1959: 92, 93). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). სამგორის მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის „კახური ტიპის“ სატევარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ფიცხელაური 1959: 122). 1950 წ. სამგორის ველზე, არხის გაყვანისას აღმოჩნდა 774-775 წწ. მოჭრილი ქუფური ფელსები, რომლებიც იმხანად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისათვის ჩაუბარებიათ (ჯალაღანია 1972: 6).
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 395; ბაგრატიონი 1986: 79; გოგაძე 1984: 710; გორგიჯანიძე 1926: 52; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 183; ორბელიშვილი 1989: 79; საქ. არქ. 1959: 92, 93; საქ. არქ. 1992: 209, 210; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 51, 120, 134; საქ. სიძ. 1910: 511; 1920: 8; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 198, 371, 385; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 190; 1985: 428; ქრონიკები 1897: 412; ქც 2: 349,5,11; ქც 4: 333,14; 524,3; 528,6; 538,16,17,20; 561,9; ფიცხელაური 1959: 122; 1965: 35; ცხოვრება ... 1980: 101; ხერხეულიძე 1913: 263, 269; ჯალაღანია 1972: 6; ჯაფარიძე1991: 139.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9