რე რი რკ რო რუ
რიზ რიშ

რიზა

რიზე, მცირე ქალაქი (ქც 4: 689,15,21).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 689,15,21), „ორენტიოსისა და ძმათა მისთა მარტვილობა“ (კეკელიძე 1957: 301, 320), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 146,39), ფლავიუს არიანეს „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (არიანე 1961: 25, 36, 64-66, 77), V ს-ის „ნუსხა ყველა თანამდებობისა და მმართველობისა, როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო აღმოსავლეთსა და დასავლეთის მხარეებში“ (გეორგიკა 1961: 173, 178), პროკოპი კესარიელის „ომები“ (პროკოპი კესარიელი 1965: 33, 102, 110, 121, 123, 219, 221), აგათია სქოლასტიკოსის „ისტორია“ (აგათია სქოლასტიკოსი 1936: 182), ბასილი სოფენელის „კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სამიტროპოლიტოები და ავტოკეფალური ეკლესიები“ (ბასილ სოფენელი 1952: 192), XVII-XVIII სს-ის ოსმალური წყაროები (ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 23, 99, 166; 1989: 137), კ. კოხის „მოგზაურობა“ (კოხი 1981: 200, 204), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა“ (გამბა 1987: 266, 267, 269, 322, 332-334, 336, 338, 339).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „კუალად მოერთვის ზღუასა მდინარე, ხოფჯას იქით გამომდინარე ჭანეთისავე მთისა, რომელი არს ბაიბურდსა და ჭანეთს შორის, და მომდინარე ჩრდილოთ კერძოდ. ამ მდინარის დასავლით არს ქალაქი მცირე რიზა, ზღვის კიდეზედ“ (ქც 4: 689,12-16).

ლოკალიზდება ტრაპიზონის ლივაში (თურქეთის რესპუბლიკა). მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ისტორიული ჭანეთის ტერიტორიაზე (გამბა 1987: 350).

წყაროებში იხსენიება „რიზეონ“, „რეზონ“, „რიზუს“, „რიძიოს“ სახელებითაც (კეკელიძე 1957: 320; სიხარულიძე 1979: 46; არიანე 1961: 25).

წყაროებში პირველად II ს-ში იხსენიება (არიანე 1961: 25, 36, 64-66, 77). 556 წ. რიზასთან მომხდარა ბრძოლა რომაელებსა და აჯანყებულ ჭანებს შორის (აგათია სქოლასტიკოსი 1936: 182). VI ს-ში შედიოდა ბიზანტიის შემადგენლობაში. იუსტინიანე კეისარს ზღუდით გაუმაგრებია (პროკოპი კესარიელი 1965: 102, 219). რიზაში არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა (ბასილ სოფენელი 1952: 192). 1547 წ. რიზა ოსმალებმა დაიპყრეს.

რიზა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

რიზაში შემორჩენილია დაზიანებული ციხე, რომელსაც ოთხი მრგვალი და ხუთი ოთხკუთხა კოშკი ჰქონია (გამბა 1987: 266).
 
ბიბლიოგრაფია: აგათია სქოლასტიკოსი 1936: 182, 186; არიანე 1961: 25, 36, 64-66, 77; ბასილ სოფენელი 1952: 192; გამბა 1987: 266, 267, 269, 322, 332-334, 336, 338, 339; გეორგიკა 1961: 168-179, 173, 178; დადიანი 1962: 146,39; კეკელიძე 1957: 301, 320; პროკოპი კესარიელი 1965: 33, 102, 110, 121, 123, 219, 221, 223; კოხი 1981: 200, 204; ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 23, 99, 166; 1989: 137; პანატერიოსი 1960: 55, 77, 80; სიხარულიძე 1979: 46, 47; ქც 4: 689,15,21.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9