პა პე პი
პალ პან პატ

პანკისი


(ქც 4: 523,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 523,17; 532,7; 549, 12; 550,10,23; 551,3,6,19; 553,23; 554,1; 561,13; 568,4; 617,7; 652,22; 653,3), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 230,19), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 301; საქ. სიძ. 1910: 148, 208, 511, 513; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 172; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 199, 386, 387; 1974: 288-292; 1977: 43; 1985: 411; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 50; ქართულ-სპარსული ... 1955: 417, 418), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 144), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 70).

წყაროებში პანკისი ძირითადად ხეობის ან საერისთავოს სახელწოდებაა. პანკისის ციხეს იხსენიებს „ჟამთააღმწერელი“ და ზოგიერთი ისტორიული საბუთი (ქც 2: 230,19; ქრონიკები 1897: 301). დავით II იმამყული ხანის (1709-1722) სიგელში მითითებულია სოფ. პანკისი (ქართულ-სპარსული ... 1955: 417, 418). ფიქრობენ, რომ მაღრანის ხევის სათავეში მდებარეობის გამო გვიანი შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში მოხსენიებული „მაღრანის ციხე“ (ქც 2: 352,8, 490,19, 491,1; ქც 4:395,25; 570,23) პანკისის ციხე უნდა იყოს (მუსხელიშვილი 1970: 28). თუმცა, იოანე ბაგრატიონი პანკისსა და მაღრანს სხვადასხვა ადგილას მოიხსენიებს (ბაგრატიონი 1986: 70).

მდებარეობს ახმეტის მუნიც-ში, პანკისის ხეობაში, ალაზნის შენაკად ხალაწნის ხევისა და მაღრანის ხევის (მდ. მაჭარეული) წყალგამყოფ მაღალ, ტყით დაფარულ კლდოვან მთაზე (მუსხელიშვილი 1970: 28).

ციხე შუა საუკუნეებში პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო. საერისთავო დააარსა კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010-1039) (ქც 4: 561,14). ციხესიმაგრე უფრო ადრეული ჩანს. 1040 წ. ბაგრატ IV-მ (1027-1072) აიღო ციხე და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო, მაგრამ კახეთი ვერ შეინარჩუნა (ქც 4: 146,6,10). XIII ს-ის 40-იან წლებში ციხეზე დიდი სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღუა პანკელმა. ის მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ მოწყობილ კოხტასთავის შეთქმულებაში (ქც 2: 215,3). მეფე დავით ულუს (1247-1270) ურდოში ყოფნისას თორღამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. დავით ულუს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის მოტყუებით გამოიყვანეს ციხიდან, მეფეს ტაბახმელაში მიჰგვარეს და მოკლეს (ქც 4: 214,12-26). XVI ს-ში პანიკისის ციხე საერისთავოს ნაცვლად შექმნილი სამოურავოს ცენტრია. პანკისის ციხე აკონტროლებდა იმ მაგისტრალურ გზებს, რომლებიც კახეთის მთასა და ბარს აკავშირებდა.

1965 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) დაზვერვები აწარმოვა პანკისის ციხის ტერიტორიაზე (ბუგიანიშვილი ... 1966: 11), სადაც მოხვედრა შეიძლება თაღით გადაყვანილი კლდეკარით. მთის თხემზე აგებულია კოშკი, რომლის ქვედა ნაწილში გამოკვეთილია წყლის რეზერვუარი. თვით ციხესიმაგრე, რომელიც კოშკიდან ასიოდე მეტრითაა დაშორებული, ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით სქელ დუღაბზე. ციხე იყოფა ერთმანეთისაგან შიდა გალავნით იზოლირებულ ორ ნაწილად: შიდა ციხე და მასთან მჭიდროდ მიდგმული ოთხკუთხა გალავნით შემოსაზღვრული არე. შიდა ციხეში ჩანს სასახლის(?) ნანგრევი და პატარა „კარის ეკლესია“. გალავნის შიგნითაც შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. მთლიანად კომპლექსი გარედან გამაგრებულია ოთხკუთხა და ოვალური კოშკებითა და ასეთივე ბურჯებით. ნაგებობა თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით, თუმცა ის გვიან შუა საუკუნეებშიც გამოიყენებოდა (მუსხელიშვილი 1970: 28, 29).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 70; ბუგიანიშვილი ... 1966: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 172; მაჩაბელი 1887: 328; მუსხელიშვილი 1969: 137-159; 1970: 28, 29; 1980: 87, 88, 102, 109, 135; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 50; საქ. სიძ. 1910: 148, 208, 511, 513; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 199, 387, 386; 1974: 288-292; 1977: 43; 1985: 411; ქართულ-სპარსული ... 1955: 417, 418; ქრონიკები 1897: 301; ქც 1: 298,6; ქც 2: 230,19; 352,8; 490,19; 491,1; ქც 4: 523,17; 532,7; 549,12; 550,10,23; 551,3,6,19; 553,23; 554,1,3; 561,13; 568,4; 617,7; 652,22; 653,3; ცხოვრება ... 1980: 114.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9