(ქც 4: 320,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 320,1), 1457 წ. სამთავისის სიგელი (ისტ. საბ. 1913: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 24), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 621, 627), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 49), XVIII ს-ის საქართველოს სტატისტიკური აღწერილობის მასალები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 10).
მდებარეობს თრიალეთში, წალკის მუნიც-ში, კოხაჯცრიცის ხევსა და მდ. ქციის შესართავთან; კოხაჯცრიცის ხევის მარცხენა მხარეზე, თანამედროვე სოფ. ჯინისის ტერიტორიაზე (ხარაძე 1991: 64). გამოთქმულია მოსაზრება, რომ არწევანი სოფ. გველფარეხასთან ერთად თანამედროვე სოფ. გუმბათის ძველი სახელწოდებაა (მელიქსეთ-ბეგი 1934: 34). ზოგიერთ წყაროში არწივანი მოიხსენიება არწევანის სახელით (ლორთქიფანიძე 1938: 267, 269). არწევანის თანამედროვე სახელი ჯინისი, XIX ს-ის 30-იან წლებში ურუმების მიერ დარქმეული თურქული ტოპონიმია (ჩიქოვანი 1976: 16).
1457 წ. გიორგი VIII-მ (1446-1466) არწევანის მამული შესწირა სამთავისის ეკლესიას (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 24; ისტ. საბ. 1913: 11). XVIII ს-ში არწევანი შედიოდა საბარათიანოში და წარმოადგენდა მეფის სახასო სოფელს, ოთარ მდივნის სამოურავოს (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 10; ლორთქიფანიძე 1935: 284).
არწევანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
არწევანში ორი ეკლესიაა. ერთი მათგანი აგებულია წმ. გიორგის სახელზე. მასზე შემორჩენილია ერთსტრიქონიანი სამშენებლო ხასიათის წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მსახურთუხუცესი აფრიდონი და ეკლესიის მშენებელი ხოშაქი. ეკლესია თარიღდება XII ს-ით (ჩიქოვანი 1976: 37).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 49; ისტ. საბ. 1913: 11; ლორთქიფანიძე 1935: 267, 269, 284; მასალანი საქ. სტატ. 1907: 10; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 24; მელიქსეთ-ბეგი 1934: 34; ქც 4: 320,1; ქართ სამართ. ძეგ. 1970ა: 621, 627; ჩიქოვანი 1976: 37; ხარაძე 1991: 64.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.