Synonym: ზანტი, გეგეჩო, ზოზინა,
ჯანჯალი, მცონარე, ხელს არ გაანძრევს, უქნარა, უსაქმური, უსაქმოდ მოყიალე, უსაქმოდ მოხეტიალე, ჩანჩურა, ხელუკარება, ხელთუპყარი, ნაცარქექია, ლოხი, ლოქო, ჩოლფოთი, ძილის გუდა, უდები, შუშუბრიქა, მუშაობას თავს არ უდებს, თითს არ გაანძრევს, უქმად მყოფი, გულხელდაკრეფილი ზის, მუშაობაზე თავი უკვდება, მუშაობას გულს არ უდებს, მუშაობაზე წელი სწყდება, ეზარება, თავის გაქნევა ეზარება, მუშაობისათვის თავი არ უკვდება, წელმოწყვეტილი, ფუქსავატი, აგორებული, ბუზიყლაპია, ბუზებს თვლის, ბუზებს ყლაპავს, მედღეხვალიე, ჯამიტლეკია.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა. (ვაჟა)
თუმცა სწავლისათვის თავი არ მიკვდებოდა, მაგრამ დედის სიყვარულმა სძლია ჩემ გაჯიუტებულ გულსა. (ს. მგალობლიშვილი)
არ იყავ მედღეხვალიე, იყავ ხელგამომავალი. (გ. ლეონიძე)