Synonym: წინამასწარა, არამკითხე მოამბე, ტარაკუჭა, მატრაკვეცა, პეიტარი, მატაროცი (მატაოცი), პამპლავაქი, მეცამეტე გოჭი (ნუ იცი მეცამეტე გოჭივით გამოვარდნა), მეტიკვნიტა.
ღვთისოს დამ, იმ ,,მეტიკვნიტა“ ბაბალემ, ჩვენ ჩხუბი დაგვიწყო. (ვაჟა)
არამკითხე მოამბეო,
მიტყიპე და მიაგდეო. (ხალხური)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.